![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი - ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი
„ჩადენილი იქნა ძალზედ მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული დიდი წმინდანის, დიდი სასწაულთმოქმედის, ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი“, – წერს სოციალურ ქსელში სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი. აღნიშნულით იგი სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ „ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია“ ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს „ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია, რომელიც შემსრულებლად იყენებს ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ, მისგანვე გონებაწართმეულ ადამიანებს. „გადაწყვეტილება მიღებულია ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“ – დღეს და ხვალ სამებაში ჟურნალისტები აკრედიტაციის გარეშე ვერ შევლენ უფალი ბრძანებს, რომ ბოროტება ლოცვით და მარხვით განიდევნება. ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს აპატიოს ეს მკრეხელობა და, რომ დედა მატრონამ დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ყოველგვარი განსაცდელისა და ყოველი ხილული და უხილავი მტრებისაგან და გაამთლიანოს და გადაარჩინინოს საქართველო“. – წერს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მკრეხელის შესახებ
"ერთი ოქრომჭედელი თავის სახელოსნოში იჯდა და მუშაობისას წამდაუწუმ ღმერთს ახსენებდა: ხან დასაფიცებლად, ხან როგორც საყვარელ სიტყვას. მავანი მლოცველი ამ დროს წმინდა ადგილებიდან ბრუნდებოდა, სახელოსნოს გვერდზე ჩაიარა, გაიგონა ოქრომჭედლის სიტყვები და სულით აღშფოთდა. დაუძახა იუველირს, რომ გარეთ გამოსულიყო, ხოლო როცა ის გამოვიდა, მომლოცველი კუთხეში დაიმალა. ოქრომჭედელმა ვერავინ დაინახა და უკან შებრუნდა. მომლოცველმა ისევ დაუძახა. ასე განმეორდა სამჯერ. მეოთხედ, როცა მკრეხელი იუველირი გაავებული გამოვარდა გარეთ, იქ მდუმარედ მდგომი მომლოცველი დახვდა. იუველირი ყვირილით გაექანა მისკენ: - რატომ მეძახხი ტყუილად? ეს რა ხუმრობაა! მე ყელამდე საქმე მაქვვს! მომლოცველმა მშვიდად მიუგო: - ჭეშმარიტად, უფალ ღმერთს შენზე მეტი საქმე აქვს, მაგრამ შენ მას გაცილებით მეტჯერ ახსენებ, ვიდრე მე შენ დაგიძახე. ვინ უნდა გაღიზიანდეს უფრო მეტად - შენ თუ ღმერთი? შერცხვენილი იუველირი სახელოსნოში დაბრუნდა და მას შემდეგ ენა ყოველთვის კბილებით ეჭირა". /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 08:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი