წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 31 2024, 07:33 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძნელბედობის ჟამს ერთ სოფელში კაცი ცხოვრობდა, სახელად იპატი. პატიოსნად ცხოვრება გაუჭირდა და ჩაიფიქრა, კეთილი საქმე უკეთური საქმეებით ეკეთებინა: სადაც კი რამეს უმეთვალყურეოდ დაინახავდა, მაშინვე ხელს გააყოლებდა, ან კიდევ იყიდდა იაფად ყოველგვარ ხარახურას, მერე ბაზარს სოვდაგრად მოევლინებოდა, ხალხს მოხერხებულად მოატყუებდა, ათმაგად მიყიდდა და გახარებული რჩებოდა. ერთი სიტყვით, ქურდბაცაცობითა და ხალხის მოტყუებით ცხოვრობდა. მაგრამ, ამასთან, ყოველ ჯერზე, როგორც კი ხელში ფულს ჩაიგდებდა, ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის ხატთან სანთლებს ანთებდა, თანაც, ისეთი რაოდენობით, რომ ტაძარში მხოლოდ მისი სანთლები ჩანდა.
და გაუვარდა ხმა იპატის, რომ გულმოდგინებით იმ არემარეში პირველი კაციაო, და შემწედ თვით წმინდა ნიკოლოზი ჰყავსო. თავად იპატიმაც დაიჯერა, რომ ყველაფერში წმინდა ნიკოლოზი ეხმარებოდა. ერთხელაც წასცინცლა რაღაც მეზობელს და იქაურობას სწრაფად გაეცალა, მაგრამ მისდა საუბედუროდ, პატრონმა დროზე შენიშნა დანაკარგი და თავის სახლეულთან ერთად უკან გამოედევნა. გარბის იპატი და მისდევენ მეზპბლები; უკვე სოფელს გასცდა და შარაგზაზე გარბის, მაგრამ არც დაზარებულები ჩამორჩებიან ბევრად. დაიღალა იპატი, ეს არის და წაიქცევა. უცებ გზაში მოხუცი შემოხვდა. - სად გარბიხარ, იპატი? - ჰკითხა. - ჰოი, მოხუცო, მომეხმარე, ნუ გამწირავ, დამმალე სადმე, თორემ თუ დამეწივნენ, ცოცხალს არ დამტოვებენ. - აი, თხრილში მკვდარი ცხენი გდია და ამოეფარე, - გზისპირზე მიუთითა მოხუცმა. ჩახტა იპატი თხრილში, სადაც ცხენის ნახევრად გახრწნილი ლეში ეგდო და მისი მუცლის ქვეშ დაიმალა. ჩაურბინეს მდევრებმა გვერდზე, ვერ შეამჩნიეს. გამოვიდა იპატი სამალავიდან და მოხუცს მადლობა გადაუხადა. ის კი ეკითხება: - რაო, იპატი, კარგი იყო ცხენის ლეშის ქვეშ წოლა? - რას ამბობ, მოხუცო, კინაღამ გავიგუდე იმ სიმყრალეში. მოხუცმა უცებ წარბები შეიკრა და მკაცრად მიმართა: - სიმყრალე არ გესიამოვნა? აბა ერთი მე მკითხე, როგორ მსიამოვნებს შენი სანთლების მყრალი სუნი! ამ ლეშზე უარესია ისინი ჩემთვის! - შეტრიალდა და თავისი გზით წავიდა". /ღირსი ამბროსი ოპტინელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი