"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2024, 07:36 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მფლანგველი მნე
"მაცხოვრის იგავებს შორის ეს ყველაზე რთულია გასაგებად. თუმცა ჩვენმა წმინდა განმარტებლებმა შეძლეს საქმის გამარტივება. საერთოდ, ყველა იგავში არ უნდა ვეძებოთ ყველა დეტალის იდუმალი განმარტება, არამედ იმას მივაქციოთ ყურადღება, რასაც იგავის შინაარსი გამოხატავს. მით უმეტეს უნდა დავიცვათ ეს წესი ამ იგავის განმარტებისას. კერძოდ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამაზე თვით უფალი მიგვითითებს, როცა ამბობს: "შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: მოხერხებულად მოიქეციო". რისთვის შეაქო ეს ცრუ ეკონომოსი? არა სიმართლისათვის, რა თქმა უნდა, არამიედ იმისათვის, რომ მან მოახერხა გამოსულიყო იმ შეჭირვებული მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდა. ეს მოხერხება არის სწორედ ის, რისი შეგონებაც სურდა ჩვენთვის უფალს. ის თითქოსდა ასე ამბობს: "ხედავთ, როგორ მოიქცა ეს მოურავი? არ დაუწყია ოხვრა ან ლოდინი, სანამ მთელი უბედურება თავს დაატყდებოდა, არამედ მაშინვე, როცა დაინახა, რომ უბედურება ელოდებოდა, საქმედ შეუდგა და მოახერხა მისი თავიდან აცილება. ასევე ეცადეთ თქვენც, მოახერხოთ მთავარი უბედურების აცილება". რა უბედურებაა ეს? თქვენ ხომ ცოდვილები ხართ, ცოდვისთვის კი რა გელოდებათ? განსჯა და ისეთი მდგომარეობა, რომელშიც ყველა უბედურზე უფრო უბედურ დღეში აღმოჩნდებით. თქვენ ახლა იმყოფებით ზუსტად იმ მოურავის მდგომარეობაში. სულ ცოტაც და დათხოვილნი იქნებით, ანუ მოვა სიკვდილი და დაგაყენებთ თქვენ იმ მწარე მდგომარეობაში. ნუ მიეცემით გულგრილობას, დროს ამაოდ ნუ დაკარგავთ. იზრუნეთ უბედურების თავიდან აცილებაზე და გაიმყარეთ მომავალი. მოურავი სიბრძნე რაში მდგომარეობდა? - მან მოახერხა თავისი მომავლის უზრუნველყოფა. თქვენც გამოიჩინეთ სიბრნე, იგივე გააკეთეთ. როგორ? მოწყალებისა და ქველმოქმედების გზით. შეუმსუბუქეთ მდგომარეობა გაჭირვებუელბს და ეს თქვენც დაგეხმარებათ. იგავისეულმა მოურავმა ვაჭრებს შეუმსუბუქა მდგომარეობა, სავარაუდოდ, არცთუ ღატაკებს. მაგრამ ამ სიტყვის ძალა იმაშია, რომ შეუმსუბუქა, თუმცა ისინი არ იყვნენ უქონელნი, მაგრამ ვალი მხრებზე აწვათ და ამძიმებდათ. სწორედ ამის შეგონება სურდა უფალს. შეუმსუბუქო მდგომარეობა იმათ, ვინც დათრგუნულია, ეს არის საშუალება იმისა, რომ თავი დააღწიო იმ უბედურებას, რომელიც ყველას ემუქრება სიკვდილის შემდეგ. დაეხმარე გაჭირვებულებს შენი ქონებიდან ან ყოველივე იმიდან, რაც შენს ხელმწიფებაშია, და ამით განიმზადებ შენთვის სავანეს, სადაც სიკვდილის შემდეგ მიგიღებენ. ბევრში შინაგან ჭმუნვას იწვევს ის, რომ თითქოს დაშვებულია ქველმოქმედების გაწევა უსამართლო მონაგარიდან. არა, ეს არ არის დაშვებული. მიაქციეთ ყურადღება უფლის სიტყვებს: "სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი". მოურავს აქ ეწოდება "სოფლის ძე", რომელიც მოქმედებს ამ საუკუნის ულით. მასთან დაპირისპირებულია "ნათლის ძენი" - უფლის მოწაფენი. უფალი თითქოსდა ასე ამბობს: "მან თავისნაირებში გამოაჩინა სიბრძნე. შენც იგივე გააკეთე შენნაირებში", ანუ იმოქმედე სიმართლის კანონებით. მოურავის გამჭრიახობა არის ნებადართული, და არა მისი მეთოდი. ის მეთოდი გამოსაყენებელია "სოფლის ძეთათვის"; თქვენ კი ისეთი მეთოდი გამოიყენეთ, რომელიც მისაღები იქნება ქრისტიანებისათვის. ამიტომ, როცა ამის შესახებ უფალი ამბობს: "ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში", - არ შეგვაგონებს, დავეხმაროთ გაჭირვებუელბს უსამართლობით დაგროვილი ან უსაამრთლოდ მითვისებული ქონებით, არამედ გავაკეთოთ ეს სამართლიანობის დაურღვევლად, როგორც ეს ახასიათებს "ნათლის ძეებს". უფალმა "უსამართლო სიმდიდრე" უწოდა საერთოდ ქონებას და ეს იმიტომ, რომ ის მაცდურია: ჩვენ მასზე იმედს ვამყარებთ, - თითქოს კლდესავით მყარი იყოს, მაგრამ სინამდვილეში არარაობაა, - დღეს არის და ხვალ აღარაა. ამდენად, უფალი შეგვაგონებს: შეუმსუბუქეთ მდგომარეობა ყველა გაჭირვებულსა და უბედურებით დათგრუნულს თქვენი ქონებიდან, და ამით შეიძინეთ თქვენთვის მეგობრები, რომლებიც, რაჟამს გაღატაკდებით, მიგიღებენ მარადიულ საცხოვრისში,ანუ როცა გათავდება თქვენი სიცოცხლის დღენი და გადახვალთ სხვა ცხოვრებაში, ხოლო რაც გაგაჩნიათ, აქ, მიწაზე დატოვებთ. იმქვეყნად ხელცარიელი გამოცხადდებით: მხოლოდ ის შეგრძებათ ხელში, რისი მოპოვებაც ქველმოქმედებით შესძელით - ის, რაც გააგზავნეთ იქ თქვენი ქონებიდან. სწორედ ის დაგხვდებათ მომავალ ცხოვრებაში და ის იქნება თქვენი სამარადისო მონაპოვარი. რაც უფრო მეტს გააგზავნით იქ გლახაკების ხელით, მით უფრო ბედნიერი და კმაყოფილი ცხოვრება გელოდებათ მერმის საუკუნეში. ვინ არიან ეს მეგობრები, ამის გამოძიება არ არის საჭირო. მთავარია, რომ მიღებული იქნებით მარადიულ საცხოვრისში; მაგრამ თუ მაინცდამაინც გინდათ გამოიძიოთ, იცოდეთ, ეს იქნება თვით უფალი, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა დაკმაყოფილებულ გლახაკს, რადგან მან ბრძანა: რითაც შეეწევით ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთო (მათე 25, 40). ყველა მეგობარ გამოხატავს იგი ერთობლიობაში, და ეს საკმარისია. ის მიგიღებთ ზეციურ სავანეებში, რომლებიც განმზადებულია მისი ერთგულებისათვის". /წმ. თეოფანე დაყუდებული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი