წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 4 2024, 09:48 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე დიდი ხნის მანძილზე ვერ ვპოულობდი კარგ სამსახურს. უკვე სასოწარკვეთა მიპყრობდა. უწინდელი სამსახური არ მაწყობდა, რადგან ნათესავები, რომლებთანაც ვმუშაობდი, არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში.
საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ადამიანადაც არ ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, რომ მე ვცხოვრობდი არასწორად და არაფერს წარმოვადგენდი. ასე ვიმუშავე მათთან სამი წელი და ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი ძალინ დათრგუნული, ნათესავების გაუთავებელი მოთხოვნების გამო, რომ სულ უფრო გამეზარდა და გამეზარდა გაყიდვები. დღე და ღამე მე ვფიქრობდი, თუ როგორ გამეყიდა მეტი პროდუქცია, მაგრამ როგორც კი იზრდებოდა გაყიდვები, იზრდებოდა ჩემი ნათესავების მოთხოვნებიც. და აი, ერთხელ, მე ვსეირნობდი პარკში და ფიქრებით უფალს ვესაუბრებოდი, რომ ძალიან მინდოდა, მემუშავა მართლმადიდებლურ კომპანიაში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ და გამუდმებული ფიქრისას, თუ როგორ შემეცვალა საკუთარი ცხოვრება, მივატოვე ნათესავების კომპანია, ვიპოვე რაღაც დროებითი საქმე და ცოტა გული გადავაყოლე, თუმცა მაინც დათრგუნული ვიყავი. და აი, ერთხელ ძალიან მომინდა წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის წაკითხვა. მე და ჩემი ქმარი ყოველ საღამოს ვდგებოდით დაუჯდომლის წასაკითხად წმ. ნიკოლოზის ხატის წინ. მოულოდნელად დაახლოებით 5 დღის შემდგომ ვნახე განცხადება, რომ მართლმადიდებლურ კომპანიაში სჭირდებათ თანამშრომელი. ორი კვირის შემდგომ, წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ლოცვებით, მე ახალ სამსახურში გავედი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამსახურში საჭირო იყო საღვთისმეტყველო განათლება, რომელიც მე არ მაქვს, მე ძალიან თბილად მიმიღეს, დამეხმარნენ და მასწავლეს ყველაფერი, რაც იყო აუცილებელი. ახლა მე მშვიდად შემიძლია წავიკითხო ლოცვა თავისუფალ დროს, არ მიყენებენ გაუთავებელ მოთხოვნებს და არ მამოწმებენ ყოველ 15 წუთში. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! მადლობა წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზს!" /მხევალი ღვთისა იოანა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი