IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უშვილობის ტვირთი
marine
პოსტი Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 7 2024, 04:15 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,140
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ სასწაულმა ოდესღაც მთელი საბერძნეთი შეძრა. უნდა ითქვას რომ, მაშინ ყველაზე ძლიერი ათეისტებიც კი ერთხმად აღიარებდნენ უფლის სასწაულს და მის უდიდეს ძალას.

ერთი ღარიბი და უქონელი ქალბატონი ეკლესიაში მივიდა. იმ დღეს წმინდა იაკობის დღესასწაულს აღნიშნავდა ქრისტიანული სამყარო. ქალი მოკრძალებით მიეახლა წმინდანის ხატს, ხელიდან ქორწინების ბეჭედი წაიძრო და ხატის წინ დადო:

- მე ერთი უღარიბესი ქალი ვარ, ამ ქვეყნად არაფერი გამაჩნია უკეთესი შენ რომ გეკადრებოდეს დიდო წმინდანო. ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, მინდა, შვილი შემეძინოს. უკვე წლებია ვცდილობ დაფეხმძიმებას, მაგრამ ამაოდ. არადა ჩემი ყველა დიდი ოცნება დედობა გახლავთ. ამ ამბის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ქალი დაფეხმძიმდა. გახარებული, ისევ წავიდა ეკლესიაში წმინდა იაკობისთვის მადლობის სათქმელად.

ექიმები, რომლებმაც ქალს უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს, უბრალოდ ხელებს სწევდნენ მაღლა.

- ეს არის დაუჯერებელი. ეს შეუძლებელია, წარმოუდგენელია, ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. შენ ისეთი სერიოზული პრობლემა გაქვს საშვილოსნოზე, უბრალოდ შეუძლებელია შვილი გააჩინო.

ერთმა, ისიც კი უთხრა: "ნუ ხარობ ნაადრევად, შენ შვილს ვერასოდეს გააჩენ".

თუმცა, სულ მალე მოუწია, ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოეხადა და ეღიარებინა რომ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. და აი, მოაღწია მშობიარობის დრომაც.

ქალმა უჯანმრთელესი ბიჭუნა გააჩინა, თუმცა უცნაური იყო, რომ ბიჭს მარჯვენა ხელი, ვერ გააშლევინა ექიმმა.

- ალბათ, დეფექტი აქვს ექიმო, - თქვა მედდამ.

- იქნებ მართალიც ხარ, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ მისი მუჭის გაშლას.

მასაჟების, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის შემდეგ ახალშობილმა ხელი გაშალა და ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ, გამოჩნდა საქორწინო ბეჭედი, რომელსაც, ასე გულდაგულ მალავდა პატარა. ეს იყო დედამისის ბეჭედი, წმინდა იაკობს რომ შესწირა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   უშვილობის ტვირთი   Aug 4 2022, 08:40 PM
marine   "დღევანდელი სტატ...   Aug 5 2022, 05:44 PM
marine   "ევრიპიდეს ტრაგე...   Aug 18 2022, 12:35 PM
marine   "აქ, ჩვენს მეზობლ...   Sep 8 2022, 07:05 PM
marine   "ქრისტეს მიერ საყ...   Sep 15 2022, 08:27 PM
marine   "18 სექტემბერი კეთ...   Oct 16 2022, 06:59 PM
marine   "ვერასდროს წარმო...   Oct 17 2022, 09:12 PM
marine   "ტანიას და მის ქმ...   Nov 18 2022, 10:04 PM
marine   "ერთ თურქს შვილი ...   Nov 25 2022, 07:00 PM
marine   "შვილთასხმა პროდ...   Dec 28 2022, 06:09 PM
marine   "როცა მე 35 წლის ვი...   Jan 14 2023, 02:24 PM
marine   "ნეტარი ქსენია ხშ...   Mar 10 2023, 08:10 PM
marine   "ღვთისმშობლის კი...   Apr 5 2023, 09:54 PM
marine   "ერთი ადანელი მსხ...   Jul 1 2023, 08:02 PM
marine   "ქორწინებიდან რვ...   Jul 25 2023, 07:50 PM
marine   "თქვენ ბავშვები ა...   Aug 3 2023, 08:13 PM
marine   "ქალების სურვილს ...   Aug 5 2023, 09:36 PM
marine   "წმინდა აპოსტოლო...   Aug 17 2023, 09:10 PM
marine   "...უფალმა დალოცა მ...   Aug 26 2023, 07:12 PM
marine   "ღირსმა მამამ [ან...   Aug 28 2023, 08:24 PM
marine   "ისმაიტელთა დედო...   Aug 30 2023, 04:33 PM
marine   "2004 წლის მაისში ჩვ...   Dec 20 2023, 09:14 PM
marine   "ჩემთვის ღირსი სე...   Dec 22 2023, 09:10 PM
marine   "გვიამბობს ერთი მ...   Jan 10 2024, 07:01 PM
marine   "მაქსიმე აღმსარე...   Jan 11 2024, 12:30 PM
marine   "ქალბატონი ანასტ...   Jan 11 2024, 03:17 PM
marine   "ერთ კაცს შვილები...   Jan 20 2024, 09:20 PM
marine   "არიან ისეთი ცოლ-...   Jan 21 2024, 07:54 PM
marine   "ამ სასწაულმა ოდე...   Feb 7 2024, 04:15 PM
marine   "მშობლებისთვის ღ...   Feb 10 2024, 07:50 PM
marine   "ბულგარელი ტაქსი...   May 18 2024, 07:44 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 01:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი