წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 12 2024, 05:51 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემი შვილი წლის და ორი თვის ასაკში დაავადდა სტაფილოკოკური ორმხრივი პნევმონიით, სიცხე იწევდა ყოველ ნახევარ საათში, ის მთლიანად იწვოდა. სასწრაფო დახმარებამ ჩვილი გადაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ მე თავზე დადგომის უფლება არ მომცეს. მე ყოველ დღე მივდიოდი იქ, ვევედრებოდი ექიმებს, მეც იქ დავეტოვებინე, მით უმეტეს, ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვი სულ უფრო მძიმდებოდა. სამი დღის მერე მომცეს დარჩენის უფლება, მაგარმ უკვე არავითარი იმედი არ იყო: ის იწვა უმოძრაოდ, არ ჭამდა, იყო მორლურჯო ფერის, თითქმის არ სუნთავდა, არ ახელდა თვალებს, არაფერზე არ რეაგირებდა - ექიმების ყველანაირი ძალისხმევა იყო უშედეგო.
მე ბავშვთან დამაწვინეს საწოლზე და მკაცრად გამაფრთხილეს - არ დაიძინოთ ღამე, ბავშვი წამომჯდარი იყოს, რადგან მწოლიარე მდგომარეობაში ფილტვების შეშუპება დაეწყებაო. მე მივხვდი, რომ საქმე სულ მთლად ცუდად იყო, რომ ვერავინ მიშველიდა, თუკი ექიმები უძლურნი იყვნენ. და აი, გონებაში ამომიტივტივდა ჩემი ბავშვობა: მე ვიყავი 6 წლის, ჯერ კიდევ ვსწავლობდი კითხვას და დედამ მომცა წიგნი ღირს სერაფიმეზე [საროველი]. ის მიყვებოდა წმინდანზე, გადამიშალა წიგნი და მაჩვენა სურათი, თუ როგორ აჭმევდა წმიდა მამა თავის ხელით დათვს, რამაც ძალიან გამაოცა. მომენტალურად მომივიდა აზრი: - ეს კეთილი ხუცესი აუცილებლად მიშველის! და აი, მთელი ძალით ვილოცე მის მიმართ - მამაო სერაფიმე, დამეხმარე!!! ასეთი რამდენი ლოცვა წარომოვთქვი არ ვიცი. მწუხარებით შეძრულს, დაქანცულს მალე ჩამეძინა, მექანიკურად ბავშვის ზურგს ხელიც მოვაშორე, ისე, რომ ბავშვმა მიიღო მწოლიარე მდგომარეობა. დილით იმისგან გამეღვიძა, რომ პალატაში რამდენიმე ექიმი შემოვიდა, რომლებმაც დაიგრძელეს კისრები და გაკვირვებული სახეებით უყურებდნენ ჩემს პატარას, რომელმაც მოულოდნელად თვალები გაახილა, ჩემკენ გამოიწია, ხელები შემომხვია და დამიძახა: - დედა! ექიმები დაბნეულად წავიდნენ კარისკენ, თვალებს არ უჯერებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა (ეს მოგვიანებით გავიგე). ამ დღიდან ჩემმა ბიჭმა დაიწყო გამოკეთება... ის არათუ გადარჩა, არამედ 25 წლის ასაკში მოხვდა კურსკში, შემდგომ დაამთავრა მოსკოვის სემინარია და აკადემია, მერე კი მთელი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კურსკში - ღირსი სერაფიმეს სამშობლოში". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი