წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 12 2024, 05:59 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მინდა გაგიზიაროთ წმ. ნიკოლოზის შეწევნის ჩემი ისტორიები. ის ყოველთვის მეხმარება - როგორც ყოველდღიურობაში, ასევე კრიტიკულ სიტუაციებში.
პირველი, რაც მახსენდება - მისი დახმარებაა, როცა იბადებოდა ჩემი გოგონა. შემდგომ ექიმებმა ასეც მითხრეს - პირველი ვიყავი, ვინც თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი ლოცულობად წმ. ნიკოლოზის მიმართ. მე მჯერა, რომ იმ ღამით მე დამეხმარა წმ. ნიკოლოზიცა და ექიმებიც. უკვე მოგვიანებით, როცა მე შვილთან, ქრისტინესთან ერთად, მოვედი სახლში, მე დავკიდე დიდი ხატი მისის საწოლის წინ, ჩვილი კი პირველივე დღეებიდან რეაგირება მასზე - აღუს ამბობდა, უღიმოდა. ახლა ის 3,5 წლისაა და წმ. ნიკოლოზს ბაბუას ეძახის. მე მუდმივად მივმართავ მას დახმარებისთვის... ყოფითი პრობლემების დროსაც, მაგარლითად, რამეს რომ ვერ ვპოულობ, ვთხოვ წმ. ნიკოლოზს დახმარებას და ისიც მეხამარება. ან მე მჭირდება ქუჩაში გასვლა (ჩვენ კერძო სახლი გვაქვს), ბავშვზე ვნერვიულობ - ვთხოვ, წმ. ნიკოლოზს, რომ მიხედოს მას, მე კი მშვიდად მივდივარ. მას არასდროს დავუღალატებივარ! როცა ვავადმყოფობთ, როცა პრობლემები მაქვს - ვევედრები და ყველაფერი მართლაც მშვიდად ჩაივლის ხოლმე. ზოგჯერ კი საპირისპიროდ - ვითხოვ რაღაცას და უცებ ჩნდება წინაღობები. ადრე მე ჯიუტად არ ვიღებდი ცხვორებისგან გაკვეთილებს, ამას კი არაფერი კარგი არ მოჰქონდა. ასე რომ ყოველთვის, როცა რაღაცას ვითხვოთ, უნდა დავამატოთ - იყოს ნება უფლისა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი