"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
marine |
Feb 15 2017, 02:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 12 2024, 06:19 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როგორ მოინათლა ათეისტი წმ. იოანე ნათლისმცემლის მეოხებით
"როცა მე ვიგრძენი, რომ არ შემიძლია ცხოვრება რწმენის, ღმერთის გარეშე, სწორედ მაშინ გამიჩნდა ახალი პრობლემები: ჩემი ქმარი მოუნათლავი, ურწმუნო იყო და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს ეკლესიურ ცხოვრებას. ერთი ნაცნობის რჩევით მე დავიწყე ლოცვა წმ. იოანე ნათლისმცემლის მიმართ, რათა ის დახმარებოდა მეუღლეს ნათლობაში. მე ვერც კი წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რადგან ქმარი ნამდვილი ათეისტი იყო. რა თქმა უნდა, მსოფლხედვა უცება არ იცლება. მე მეჩვენებოდა, რომ ლოცვას არ მოაქვს შედეგი. ოჯახში უთანხმოება გრძელდებოდა. დავკარგე რა იმედი, მე წავედი ელესიაში, რათა კურთხევა მეთხოვა მღვდლისგან გაყრაზე, მაგრამ მოძღვარმა არ მომცა ასეთი კურთხევა, არამედ მითხრა, დავერჩენილიყავი მსახურებაზე და უფლისთვის მეთხოვა გულისხმისყოფა, თუ როგორ მოვქცეულიყავი. მე მხურვალედ ვილოცე. სახლში მიმავალი სულ ვფიქრობდი: მაშ რაზე მიმითითა უფალმა? სულ მალე სამსახურიდან დაბრუნდა ქმარი და გამომიცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მონათლულიყო და თან დაამატა - ამას ჩემთვის კი არა, საკუთარი სურვილით აკეთებდა. განა ეს სასწაული არაა? რა მოხდა ჩემი მეუღლის გულში იცის მხოლოდ ღმერთმა. მთელი ოჯავი ვესწრებოდით უფლის ამაღლების ტაძარში მის ნათლობას. მხოლოდ უფლის დიდებული წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს მეოხებითა და სამღვდელო კურთხევის მადლმოსილი ძალით შემიძლია ავხსნა ეს სასწაული ამბავი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი