წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 13 2024, 06:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე მინდა, გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა: მარტყოფში გვაქვს მონასტერი, დედათა მონასტერი, იქ ვიმყოფებოდი მე და ვისვენებდი. სახლში შემოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. მერე დაიწყეს ბუდის კეთება, თან ჩქარობდნენ.
და სად დაიწყეს ბუდის კეთება? შუაში ეკიდა ჭაღი. თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე მოსდევს ჯაჭვები და მრგვალი რკინის საკიდი. აი იმ თაღში შევიდნენ, საკიდში და იქ აკეთებდნენ ბუდეს. და მე ვუთხარი: მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ეხლა მე ფიცარს ავიღებ და კუთხეში სადმე დაგიმაგრებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე. თქვენ წარმოიდგინეთ, გაიგეს, ყველაფერი გაიგეს ეს ჩემი ნათქვამი. ჩავედი ეზოში, ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა აქ გააკეთეთ-მეთქი ბუდე. ესეც გაიგეს და დაიწყეს კეთება. დაანებეს თავი იმ ჭაღს და დაიწყეს კეთება ბუდისა იმ ფიცარზე. შემდეგ ჩვენ ავედით მთაზე, იქ სალოცავი იყო წმინდა გიორგისა (ეხლა ტაძარია). სახლიდან არის ერთი კილომეტრი, შორს არ არის. ღამდებოდა, ჩვენ წამოვედით სახლისკენ და ჭყივილით ჩვენს წინ, პირდაპირ სახესთან ორი მერცხალი მოფრინდა. და მე ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი?ჩამოვედით სახლში და მორჩილ გალინას (ბერძენი ქალი იყო) ვეკითხები: დედა გალინა-მეთქი, ხომ გინახავს ჩვენი მერცხლები? და ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო. მე ვუთხარი, რატომ გაყარე, ვინ დაგავალა, რას გიშლიდნენ? მაგრამ ისინი უკვე გაყრილები იყვნენ და მე დარდი გამყვა, ღამე სად იქნებიან, არაფერმა ავნოსთქო. მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და წავიდნენ, დამემშვიდობნენ. ისე ძალიან იმოქმედა ამან. შემდეგ აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ. ეს კიდევ მეტყველებს იმის შესახებ, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის". /კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი