"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 26 2024, 12:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დილით, მოვისმინეთ მეზვერისა და ფარისევლის იგავი, რომელიც თავმდაბლობაზე მოგვითხრობს. ყველამ იცით და ამიტომ მას ხელახლა აღარ მოვყვები. ერთადერთი, რაზეც მინდა, ყურადღება მიგაქცევინოთ, ისაა, ფარისეველს რომ ეგონა, ღმერთი ვიციო. ეგონა, რომ ღმერთი მისი მეგობარია და რომ თავადაც ღმერთის მეგობარია. და, ამ დროს, ჩადენილ ცოდვებს, ის კი არ ინანიებდა არამედ მეზვერე.
ფარისეველს ეგონა, რომ ღმერთი შეიცნო, სინამდვილეში კი ცდებოდა, რადგან ღმერთის შეცნობა არცთუ იოლია. ფარისეველი ძველი აღთქმის მარტივ წესებს აღასრულებდა და ამპარტავნებით მიაჩნდა, რომ ღმერთი მასთან ვალშია. ალბათ, ღმერთი მას წარმოედგინა მოლარედ, რომელიც თავის დავთრებში ამოწმებს, ვისი ვალი აკისრია თავად, ან ვინაა მისი მოვალე. ეს ასე არ ხდება. "ღვთისმოსავი" ფარისეველი სიტყვებით "არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი" გულისხმობდა, რომ მას არ სჭირდებოდა ღმერთი, რომელიც თავმდაბლობაა. და, შესაბამისად, რაკი არავითარი თავმდაბლობა არ სჭირდებოდა, ის არც ღმერთის საჭიროებას გრძნობდა. მან უგულებელყო ღმერთი და მის გარეშე დარჩა. მან შეისწავლა რჯული, მაგრამ არასოდეს დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორია ჭეშმარიტი ღმერთის ცხოვრება. ხოლო მეზვერე, თუმცა ცოდვის ჭაობში იყო ჩაფლული, ღმერთს შესთხოვდა: ღმერთო, მოწყალეო! მილხინე ცოდვილსა ამას! და მაშინვე მისმა გატანჯულმა გულმა, ვნებათა და ცოდვათა ბიწით შემწიკვლულმა, დაღლილმა და უიმედომ, სიღრიმესულად შეიგრძნო, რომ შენდობილია მხოლოდ ამ ერთი მოკლე აღსარებისა და თავმდაბლობის გამო. ღმერთმა მეზვერეს, მართლაც, შეუნდო ცოდვები. და ის, შენდობილი, ანუ ღმერთის მიერ აღიარებული, შინ დაბურნდა. ის წყვდიადში ცხოვრობდა, მაგრამ თავმდაბლობამ სამოთხეში შეიყვანა, ღმერთის სიახლოვითა და სინათლით დააჯილდოვა იგი" /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი