კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 19 2024, 06:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1996 წლის მაისში ჩემი ქმრის ნათესავი ქალი მძიმედ დაავადდა. თავდაპირველად ყველაფერი ისე იყო, როგორც მწვავე გაციების დროს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, რომელიც რამდენიმე დღის განმვალობაში ვერ დაუწიეს. როდესაც სიცხით გაწამებული ქალი ბალაკლავის საავადმყოფოში დააწვინეს, საშინელი დიაგნოზი დაუსვეს: ფილტვების კიბო!
სევასტოპოლის სხვადასხვა საავადმყოფოებში შემდგომმა გამოკვლევებმა დაადასტურა დიაგნოზი, უფრო მეტიც, მიეცა კვალიფიკაცია, როგორც მისი მძიმე და სწრაფად განვითარებადი ფორმა. ექიმებმა ოპერაციის გაკეთებაც კი უაზრობად მიიჩიეს, მაგრამ ნათესავების დაჟინებული თხოვნით მაინც მისცეს მიმართვა რესპუბლიკურ ონკოლოგიურ საავადმყოფოში მარინიოში, სადაც იგი ივლისის ბოლოს მოათავსეს. უნდა ითქვას, რომ ეს ქალი ათეისტურ წრეში გაიზარდა, საბჭოთა პერიოდში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და რელიგიისაგან შორს იყო, თუმცა ბავშვობაში მონათლეს. არ ვიცოდი, როგორ გავსაუბრებოდი მას ღმერთზე, მაგრამ მუდამ ვუკეთავდი წირვას მის სახელზე, წმიდა ლუკას [ვოინო-იასენეცკი] დაუჯდომელს ვუკითხავდი და მის გამოჯანმრთელებას ვთხოვდი. როდესაც კიდევ ერთხელ მივედი შეკვეთილი წირვის სათხოვნელად, ყოვლადწმიდა სამების ტაძრის მსახურმა ქალმა მითხრა: - რატომ ლოცულობთ მისთვის ასე დაუსწრებლად? იგი თვითონ უნდა მოვიდეს, აღსარება თქვას და ეზიაროს. რადგან გალინა ამ დროს უკვე სიმფეროპოლში იყო, საავადმყოფოში მის სანახავად წავედი, წავუღე ლოცვანი, აგრეთვე წიგნი - "სული, სამშვინველი, სხეული", ვუამბე წმიდა ლუკას შესახებ - რომ მისი წმიდა ნაწილების თაყვანისცემა შესაძლებელი იყო და ისიც, რაც სიმფეროპოლის მსახურმა მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ გალინა თავს ძალზე სუსტად გრძნობდა, მაინც გადაწყვიტა, მეორე დღესვე წასულიყო ტაძარში წმიდა ლუკას ნაწილების თაყვანისცემისათვის. 3 აგვისტოს იგი ტაძარში მივიდა, წმიდა ნაწილებს თაყვანი სცა, გაესაუბრა მამა პეტრეს, რომელმაც მეორე დილით წირვაზე ზიარება ურჩია. 4 აგვისტოს იგი პირველად ეზიარა წმიდა საიდუმლოებას. 5 აგვისტოს კი დანიშნული იყო გენერალური გამოკვლევა მომავალი ოპერაციის თარიღისა და დეტალების დასაზუსტებლად. სწორედ ამ გამოკვლევამ სრულიად მოულოდნელად და ავადმყოფისა და მისი ახლობლების სასიხარულოდ გააუქმა ყველა წინა გამოკვლევის შედეგები - დიაგნოზი არ დადასტურდა! რასაკვირველია, იგი გარკვეული ხნით საავადმყოფოში დატოვეს და ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციაც გაუკეთეს. შემდეგ სევასტოპოლის საავადმყოფებში არაერთი გამოკვლევა ჩაუტარდა: ექიმები ხელებს შლიდნენ - კიბოს კვალიც კი არსად ჩანდა! ამჟამად გალინა გრიგოლის ასული კალგო გაზეთ "სევასტოპოლის დიდების" რედაქციაში მუშაობს და მადლობს ღმერთს თავისი სასწაულებრივი განკურნებისათვის". /ელენე ჟურავსკაია, ქ. სიმფეროპოლი/ მინდა გითხრათ, რომ წმიდა ლუკა ვოინო-იასანეცკის ახალდაწერილი ხატი, მასში წმინდა ნაწილით, შეგიძლიათ მოილოცოთ დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის დასაწყისში, ასიათასი მოწამის სახელობს ტაძარში (წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი). -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი