წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 20 2024, 12:44 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე, ნადეჟდა სიმინოს ასული რევიაკინა, დავიბადე სიმფეროპოლში, ცოტა ხნის წინ კი საცხოვრებლად გვარდეისკოეში გადავედი.
1998 წლის 11 ოქტომბერს უკრაინაში ციცაბო მთიდან ვეშვებოდი. პატარა ქვას დავაბიჯე, ფეხი გადამიბრუნდა და უხერხულად გადამეხარა შიდა მხარეს. ტკაცუნის ხმა გავიგე და წვივის ქვედა მხარეს ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ძვალმა კანი გაჭრა და გარეთ გამოვიდა. მაშინვე დავჯექი და ამ ადგილს ხელი დავაფარე. ამ შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე ნათესავისგან გამოვსლისას ვთქვი: "დამღალა ამ ცხოვრებამ!" და მაშინვე გავიფიქრე: "რას ვამბობ! ეს ხომ ცოდვაა!" მაგრამ, როგორც ჩანს სათანადო სინანულის გარეშე. სასწრაფო დახმარებამ ლუგოვსკის საავადმყოფოში წამიყვანა. სურათზე ღია მოტეხილობა აღმოჩნდა, თანაც ორმაგი და ხრახნისებრი. ასეთი მოტეხილობა ოპერაციის გარეშე ვერ რჩება, ამიტომ ოპერაცია ისე დამიდგინეს, არც კი შემითანხმდნენ.მაშინვე უარი ვთქვი: "როგორც უფალი ინებებს, ისე მოხდეს". მიპასუხეს, რომ შესაძლოა, ოსტეომიელიტი განვითარდეს. ეს კი ძვლის თითქმის მოურჩენელი დაავადებაა. ჩემი თხოვნით გამოიხაძეს ჩემი ახლობელი მორწმუნე ადამიანები. მათ მომიტანეს დაუჯდომლები: წმიდა ლუკასი [ვოინო-იასენეცკი], მაცხოვრის, დედა ღვთისმშობლის, მფარველი ანგელოზის. მაშინვე დავიწყე ყოველდღიურად დაუჯდომლის კითხვა. წმიდა ლუკას საფლავის მიწა მომიტანეს, რომელიც მაშინვე ფეხზე შევიზილე და ნაკურთხი ზეთიც ვიცხე. ექიმები კი მაინც ოპერაციისთვის მამზადებდნენ. ჩემ საზიარებლად ტაძრიდან მამა იოანე მოვიდა. მანამდე ხელწერილი დავწერე, რომ ოპერაციაზე უარს ვამბობდი. ექიმი ცოტა გაბრაზდა და მითხრა: - ხვალ კიდევ გადავიღებთ სურათს დასარმწუნებლად. წინა საღამოს რაღაც ფრთხილი მოძრაობა თუ შეხება შევიგრძენი წვივის გვერდით, შემდეგ უფრო მაღლაც, სადაც ძვალი გარეთ გამოვიდა. იგივე განმეორდა დღისითაც. თავი ვერ შევიკავე და ჩემ გვერდით მწოლთ გავუმხილე, რა შეგრძნებაც მქონდა - თითქოს ვიღაც ფეხზე მეხებოდა. ყველამ გაოცებით შემომხედა და მეც გავჩუმდი. იმ ღამით პირველად მეძინა ღრმად. მანამდე ყოველი ღამე მტანჯველი იყო. "დაიღალე ცხოვრებით? იწექი და დაისვენე", - ეს აზრი თავიდან არ გამომდიოდა. უეცრად იმან გამაღვიძა, რომ ფეხი დამოუკიდებლად მკვეთრად გაინძრა - მტკივნეულად, მაგრამ ასატანად. ცოტა შევშინდი და დაველოდე, მეგონა, რომ ეს კიდევ განმეორდებოდა, მაგრამ შეუმჩნევლად ჩამეძინა. მეორე დღეს პალატაში რენტგენის აპარატი შემოიტანეს და სურათი გადამიღეს. ერთი დღის შემდეგ შემოვლის დროს ექიმმა ფეხს დახვდა და უხერხულად შემკრთალმა მითხრა: - სურათმა აჩვენა, რომ ოპერაციის გაკეთება საჭირო არ არის. ისეთმა სიხარულმა ამიტანა, რომ ღვთის შეწევნა, რომლის იმედიც ასე მქონდა, მოწყალე მკურნალის, ყირიმის მთავარეპისკოპოს ლუკა აღმსარებლის შემწეობით აღსურლდა. ექიმების მიერ დადგენილი ორი თვის ნაცვლად თაბაშირი მხოლოდ ერთი თვე მედო. შემიძლია, სახარებაზე დავამოწმო, რომ ეს ყოველივე ასე აღსრულდა ჩემზე" /ნადეჟდა სიმონის ასული რევიაკინა, დ. გვარდესიკოე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი