ა კ ა კ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ა კ ა კ ი |
marine |
Aug 22 2016, 09:52 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ა კ ა კ ი
აკაკის სახლი "აი, რა თქვა ერთხელ მოხუცმა ანიკო აბდუშელიშვილმა, აკაკის სახლის ძველმა მოამაგემ სხვიტორში: "ჩემო ბატონო, ამ სახლს ბალავარი არა აქვს, პირდაპირ კლდეზეა ამოშენებული. მიწისძვრის დროს ამ სოფელში ხის სახლებიც დაირღვა, აკაკის სახლს კი ერთი ბზარიც არ გასჩენია!" აკაკიც თავის სახლს ჰგავს. მისი შემოქმედება პირდაპირ ხალხის გულიდანაა აღმოცენებული, დროთა ცვლა ბზარს ვერ გაუჩენს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 20 2024, 09:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არც ხილულ და არც უხილავ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევითობანი მხოლოდ ადამიანის გონებაში არსებობს, როცა მას, რსაც ვერ სწვდება და ვერ შეიცნობს, შემთხვევითობას არქმევს.
ღმერთთან კი, როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, შემთხვევითობანი არ არსებობს. ცხადია, შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ აკაკი ლოცვის დროს, ანუ ღმერთთან საუბრის დროს გარდაიცვალა. ამგვარ გარდაცვალებას დიდი მეცნიერი და წმინდანი, მღვდელმთავარი ლუკა (ვოინო-იასენეცკი), ნეტარ გარდაცვალებას უწოდებს. უფალი ამბობს, რომ ყველა თქვენგანს იმ მდგომარეობიდან განგსჯით და გაგასამართლებთ, რა მდგომარეობაშიც სიკვდილის წამში მოგიხელთებთ. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აკაკიმ მოძღვარს კიდევ ერთხელ ჩააბარა აღსარება და ეზიარა. აკაკის ოთახში, როცა გარდაიცვალა, საწოლთან მდგარ სკამზე ესვენა ხატი "დედა ღვთისმშობლისა" და "ქრისტე გეთსიმანიის ბაღში", სადაც ქრისტე ზეციური მამის წინაშე ლოცულობს. ამ ხატის წინ ჯერ კიდევ ენთო სანთელი. აკაკი ბოლო ამოსუნთქვამდე ღვთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცულობდა, ლოცულობდა მთელი ქართველი ერისათვის, ლოცულობდა საქართველოსთვის, რომელიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. უპირატეს იმედს სწორედ მათზე - ღემრთსა და დედა ღვთისმშობლის შემწეობაზე ამყარებდა" /აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი