IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტელევიზორის და მისთანანის დამანგრეველი გავლენა
marine
პოსტი Jan 8 2024, 04:00 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისს [ათონელი] მიაჩნდა, რომ ტელევიზორი დამანგრეველ გავლენას ახდენდა ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ტკივილით საუბრობდა ისეთ მშობლებზე, ვინც საკუთარი სიმშვიდისათვის შვილებს სწირავდა საათობით ტელევიზორის საყურებლად, შედეგად კი მათი სული, გონება და სხეული ირყვნებოდა. მშობლებს ურჩევდა ტელევიზორის ნაცვლად სხვა რამ მიეცათ შვილებისთვის, სულიერი საზრდოთი ეკვებათ. (მოეთხროთ წმინდანთა ცხოვრებაზე, ესწავლებინათ ხატების და სიწმინდეების თაყვანისცემა). ტელევიზორი მარტო მთვარემდე აღწევს, სულიერი ტელევიზორი კი ღმერთამდე ადის".

ამ თემაზე ესაუბრებოდა მამა პაისი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეებს. მასწავლებელმა გაიფიქრა: "კეთილი, სხვა გადაცემებს არ ვუყურებ, მხოლოდ ახალ ამბებს", სწორედ ამ გაფიქრებისას მოუბრუნდა მამა პაისი და უპასუხა: "არც ინფორმაციას" და კვლავ განაგრძო ბავშვებთან საუბარი"

/მღვდელმონაზონი ისააკი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 4 2024, 04:10 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არის ლოცვასთან სრულიად შეუთავსებელი რამ - ესაა თანამედროვე ჟურნალებისა და გაზეთების კითხვა, ესაა ტელევიზორი, რომელიც სახლის ბატონი გახდა. სულიწმიდა - ეს სისუფთავისა და უმწიკვლობის სულია. ლოცვა ადამიანის გულს ღვთის ტაძრად აქცევს, ამ ტაძარში კი ადამიანი, თითქოს სტუმრებს ეპატიჟებაო, მკვლელებსა და მეძავებს უშვებს და ცოდვის სიმყრალით ტკბება. ღვთის მადლი დატოვებს ასეთ ადამიანს. რანაირად შეიძლება ვნებებით გავარვარებულ სულში, გონებაში, სადაც ძალადობისა და გარყვნილების სახეებია, იმყოფებოდეს ქრისტე? ამიტომ ის, ვისაც არა აქვს გამბეოდაობა იმისა, რომ ტელევიზორი თავისი სახლიდან მოიშოროს, იესოს ლოცვას ვერასდროს მოიხვეჭს. ეს იქნება არა ლოცვა, არამედ ბგერათა შეხამება შინაგანი აზრის გარეშე. ასეთი ადამიანი ემსგავსება კაცს, რომელმაც თავის ოთახში კანალიზაციის მილები გაიყვანა და შემდეგ იქ სტუმრები დაპატიჟა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 07:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი