წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 17 2024, 07:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, 1988 წელს, ჩვენთან მონასტერში ჩამოვიდა მოსკოველი მომლოცველი. მან ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი ნათელი რწმენით, რომ მე თავი ვერ შევიკავე და ვკითხე, როგორ მივიდა რწმენამდე, რის მერეც ჩავიწერე მისი შესანიშნავი მონათხრობი.
"დიდ სამამულო ომში მე ვიყავი ფრონტზე მზვერავად. მებრძოლი და მამაცი ვიყავი. ერთხელ გაგვაგზავნეს დავალებაზე. გადავედით ფრონტის ხაზზე. ღრმად შევედით მტრის ზურგში და წარმატებით შევასრულეთ რა დავალება, ვბრუნდებოდით ჩვენებთან. მაგრამ ფრონტის ხაზიდან არცთუ ისე შორს ფაშისტებმა ალყაში მოგვაქციეს. დაიწყო ბრძოლა. ტყვია-წამალი ცოტა გვქონდა - დიდ ხანს ვერ გავძლებდით. ჯგუფის ხელმძღვანელმა გასცა ბრძანება, გავშლილიყავით და სათითაოდ გაგვერძელებინა გზა. მაგრამ როგორ გავსულიყავით სამშვიდობოს? გარშემო ხომ სულ ფაშისტები იყვნენ. თანაც წინ დანაღმული ველი იყო გაშლილი - სად იყო მასში გასასვლელი - ჩვენ არ ვიცოდით, ალალ-ბედზე წასვლა კი - გარდაუვალი სიკვდილი იყო. მე მაშინ ურწმუნო, თუმცა მონათლული ვიყავი. დრო გადიოდა, ფაშისტებმა უკვე შეგვავიწროვებს დანაღმულ მინდვარმდე და ჩვენ გვესმოდა, რომ ეს უკვე აღსასრული იყო... და აი, საიდანღაც გაჩნდა მოხუცი - ჭაღარა წვერით. ხელი დაგვიქნია და დაგვიძახა: - ჰეი, ვინ გამომყვება? - უფლის მიმართ ვილოცოთ! მე უკვე ვემშვიდობებოდი სიცოცხლეს და გამახსენდა რა ჩემი ურწმუნოება, სასოწარკვეთილმა წამოვიძახე: - ამ მოხუცის მოწოდებამ მაინც მომიყვანოს გონს! მაგრამ საიდან გაჩნდა ის? ის ხომ არ იყო ჩვენი ჯგუფის წევრი - ჩვენ ყველანი ტალახში ამოგანგლული ვიყავით ჭაობში ხეტიალის გამო, ის კი, მოხუცი - იყო სუფთა, კოპწია, ახალ ნახევრად ქურქში. და აი, ის შეტრიალდა და ჩუმად წავიდა დანაღმულ მინდორზე - ჩვენც უკან გავყევით. გარშემო ტყვიები ზუზუნებდა, ჩვენ კი უჩუმრად მივდიოდით - და ასე გავიარეთ მთელი დანაღმული მინდორი. ხოლო როცა ჩვენიანებთან მივედით - ჩვენი გადამრჩენელი სადღაც გაქრა. იმ დროიდან მე არ მასვენებდა კითხვა: ვინ იყო ეს ჩვენი საიდუმლო გადამრჩენელი? და მხოლოდ ომი შემდგომ, როცა შევედი ეკლესიაში, დავინახე წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და გავოგნდი - ვიცანი ის, ვინც დანაღმულ მინდორზე გაგვატარა. აი, ასე გავხდი მორწმუნე. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როცა რწმენისკენ თავად წმიდა ნიკოლოზმა მომიწოდა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი