წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 24 2024, 04:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემს ქალიშვილს ჰქონდა ძლიერი ალერგია 3 წლის წინ. მე თავადაც ვიტანჯებოდი ალერგიისგან ბავშვობაში, მაგრამ მას რაღაც საშინელება სჭირდა.
წმ. მღვდელმთავარ ლუკაზე მსმენოდა, მაგრამ როცა ყირიმში ჩავედი დასასვენებლად ზაფხულში, რატომღაც ის არ გამხსენებია. და აი, 10 ივნისს ჩემს შვილს ძლიერი ფხანა დაეწყო. ის სულ გაწითლდა, ალერგია ჰქონდა გართულების პიკურ მდგომარეობაში. შემდგომ დღეს ჩვენ ვაპირებდით ბახჩისარში ექსკურსიაზე წასვლას, მაგრამ ისე ვიყავი განერვიულებული, გადავწყვიტე, სადმე წმიდა წყაროზე წამეყვანა შვილი და იქ გამებანა, ისე ვიყავი შეწუხებული მისი ამ ალერგიით. როგორც კი გათენდა, თვალები გავახილე თუ არა - პირველი აზრი, რამაც გამიელვა - ლუკა ყირიმელი! როგორ დამავიწყდა ის?! მე და ქმარმა მოვილაპარაკეთ, შეგვეცვალა გეგმები და სიმფეროპოლში გავმგზავრებულიყავით. მივედით და რას ვხედავთ - სავსეა ხალხით! როცა ბოლოჯერ იქ ვიყავით, არავინ იყო, ახლა კი ვერ გაივლიდი. ტაძარი უკვე იკეტებოდა და ვეღარ შევძლებდით წმ. ნაწილებზე მთხვევას. მაგრამ ტაძარს შემოვუარეთ და დავინახეთ, რომ იქ კარი ღია იყო. ვიკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა შესვლა და ჩვენ გაგვატარეს - ჩვენ ვიყავით ბოლო, ვინც ემთხვია წმ. ნაწილებს, იქვე ავიღეთ წმ. ზეთი და მოვემზადეთ შინ დასაბრუნებლად. მაგრამ რატომღაც მანქანა არ დაიქოქა - მას ნაწილი ჰქონდა გატეხილი. ეს მანქანა სიმფეროპოლში იჯარით ავიღეთ. ამ მანქანით დაგეგმილ ბახჩისარში რომ გავმგზავრებულიყავით, თან სამი ბავშვით, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. აქ კი მალევე გამოგვიგზავნეს სხვა მანქანა. დავბრუნდით სასტუმროში თუ არა, ბავშვს წმ. ზეთი ვცხეთ და დიდება უფალს - რამდენიმე თვეა გასული და არც ერთხელ არ ჰქონია ალერგიის შეტევა, ანუ ის მყისიერად გაქრა. სამი წლის განმავლობაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა - როგორც წესი, ალერგია ბავშვს რამდენიმე დღეში ერთხელ ემართებოდა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ 11 ივნისს წმ. ლუკა მღვდელმთავრის ხსენების დღეა - აი, ასე თავად მოძღვარმა მიგვიწვია თავისთან. ჩვენ ძალიან გვიყვარს წმ. ლუკა და პატივს მივაგებთ მას." /მილანა იგოლკინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი