დიდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდება |
marine |
Sep 2 2021, 03:49 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჭეშმარიტი დიდება ისაა, რომ შეიძულო ადამიანური დიდება, არარაობად მიიჩნიო და ყველაფერი მხოლოდ უფლის საამებლად აკეთო და ილაპარაკო!"
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 2 2024, 03:44 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მუდამ ბაგეებზე გქონდეთ "დიდება შენდა, ღმერთო!" როდესაც ტკივილები მაწუხებს, "დიდება შენდა, ღმერთოს!" გამაყუჩებლად ვიყენებ, სხვა არაფერი მშველის. "დიდება შენდა, ღმერთო" იესოს ლოცვასაც კი აღემატება. მღვდელმონაზონი ტიხონი ამბობდა, რომ "უფალო შეგვიწყალენ" ას დრაქმას უდრის, ხოლო "დიდება შენდა, ღმერთო" ათასს, ანუ გაცილებით ძვირად ღირებულიაო. ამით იმის თქმა სურდა, რომ ადამიანი ღვთის წყალობას საჭიროების გამო ითხოვს, ხოლო ღმერთს ადიდებს კეთილშობილებისა და გულუხვობიდან გამომდინარე, რასაც მეტი ფასი აქვს. თანაც ურჩევდა, რომ "დიდება შენდა, ღმერთო" უნდა ვთქვათ არა მხოლოდ მაშინ, როცა კარგად ვართ, არამედ მაშინაც, როცა სირთულეებს ვაწყდებით, რადგან სირთულეებიც ღვთის დაშვებით გვეძლევა სულის სამკურნალოდ.
- მამაო, ხანდახან, როცა ვამბობ: "დიდება ღმერთს", შინაგანად აღმაფრენას ვგრძნობ. ეს რა არის? - ეს სულიერი სიხარულია. ახლა, რადგანაც შენი სიტყვებით: "დიდება ღმერთს", სიხარული მომანიჭე, სიხარულისგან საწერკალამსა და ფურცელს ავიღებ და დავიწყებ წერას: "დიდება ღმერთს, დიდება ღმერთს!" სანამ ფურცელს არ გავავსებ. დაე, ღმერთმა მომავალ ცხოვრებაში ანგელოზებთან ყოფნის ღირსი გაგხადოს, ისინი ხომ მოუკლებლად ადიდებენ ღმერთს. ამინ" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 09:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი