ტელევიზორის და მისთანანის დამანგრეველი გავლენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტელევიზორის და მისთანანის დამანგრეველი გავლენა |
marine |
Jan 8 2024, 04:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,157 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისს [ათონელი] მიაჩნდა, რომ ტელევიზორი დამანგრეველ გავლენას ახდენდა ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ტკივილით საუბრობდა ისეთ მშობლებზე, ვინც საკუთარი სიმშვიდისათვის შვილებს სწირავდა საათობით ტელევიზორის საყურებლად, შედეგად კი მათი სული, გონება და სხეული ირყვნებოდა. მშობლებს ურჩევდა ტელევიზორის ნაცვლად სხვა რამ მიეცათ შვილებისთვის, სულიერი საზრდოთი ეკვებათ. (მოეთხროთ წმინდანთა ცხოვრებაზე, ესწავლებინათ ხატების და სიწმინდეების თაყვანისცემა). ტელევიზორი მარტო მთვარემდე აღწევს, სულიერი ტელევიზორი კი ღმერთამდე ადის".
ამ თემაზე ესაუბრებოდა მამა პაისი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეებს. მასწავლებელმა გაიფიქრა: "კეთილი, სხვა გადაცემებს არ ვუყურებ, მხოლოდ ახალ ამბებს", სწორედ ამ გაფიქრებისას მოუბრუნდა მამა პაისი და უპასუხა: "არც ინფორმაციას" და კვლავ განაგრძო ბავშვებთან საუბარი" /მღვდელმონაზონი ისააკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 7 2024, 07:22 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,157 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"... ამას ემატება შეგნებული ბრძოლა ახალგაზრდების, ბავშვების წინააღმდეგ ტელევიზიის საშუალებით. უიშვიათესად ხდება, რომ კარგი ფილმი აჩვენონ, რომელიც დადებით გრძნობებს აღძრავს, სტიმულს მოგცემს ზნეობრივ ცხოვრებაში.
სულელური ფილმები მხოლოდ იმიტომ კი არ არის საშინელება, რომ დროს აკარგვინებს ადამიანს, არამედ, შემდეგ, როცა ლოცვაზე დგები, აღმოჩნდება, რომ ლოცვაში ის ხელს გიშლის. კითხვაში კი არა, - ღმერთთან ურთიერთობაში. შენსა და ღმერთს შუა დგება ერთი საძაგელი ფილმის ყურებაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ბავშვები დღედაღამ ათას უზნეობას რომ უყურებენ,რა დღეში არიან!" /დეკ. თეოდორე გიგნაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 07:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი