დაცინვა და ხუმრობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაცინვა და ხუმრობა |
marine |
Mar 26 2024, 02:13 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიკვდილის ხსოვნისათვის მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუდმებული ხუმრობის ჩვევა. მეფე სოლომონი სიცილს ალმოდებული ფიჩხის ტკაცანს ადარებდა, რომელიც არ ათბობს და მხოლოდ ბოლავს. ხუმრობა და დაცინვა - ესეც ფუჭადმეტყველებაა, ოღონდ შხამით გაჟღენთილი , რომელსაც მსგავსად გველისა, ადამიანიც გულში იგროვებს. ადამიანი ღვთის ხატებაა, დაცინვა - ესაა სურვილი საძაგელი სახით წარმოაჩინოს იგი, ანუ წაართვას მისგავსებულობა, კვაზიმოდოსავით მახინჯი აჩვენოს. ხუმრობა მას ცინიკოსსა და უტიფარს ხდის. ეს ამპარტავნების წარმონაშობია: დამცინავი მოყვასის დამცირებას ესწრაფვის, რათა თავისი ყალბი უპირატესობა აჩვენოს. როცა ხუმრობა გვესმის, კმაყოფილებას ვგრძნობთ სწორედ იმიტომ, რომ ის ჩვენში დაგროვილი ბოროტების პოტენციალს განმუხტავს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 8 2024, 11:27 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ასე შეგიძლიათ მოიქცეთ თქვენც, მართლმადიდებლებო. ცნობილია, რომ სიცილისთვის სინანული იქნება საჭირო, ხოლო თუნდაც ერთი დაღვრილი ცრემლისთვის კი არასოდეს: "ვაი თქუენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდეთ".
აი, წმინდა სიტყვები უწმინდესი ბაგეებიდან. ცრემლების თესლისგან არასოდეს აღმოცენდება ბოროტება, ხოლო სიცილს თესლისგან მრავალი ბოროტება აღმოცენებულა" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი