ცრემლი არის ზეციური მოვლენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცრემლი არის ზეციური მოვლენა |
marine |
Jan 6 2023, 07:08 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გარეგნულად ცრემლი თითქოს მიწიერი არარაობაა, რაც სინამდვილეში ასე არ არის. გონებით საწვდომ სამყაროში ცრემლი - ეს არის ზეციური მოვლენა.
ამ ცრემლით განიბანება სულის შესამოსელი, რაც გაცილებით სუფთა და სპეტაკი ხდება, ვიდრე სინათლეა. ანუ, როდესაც ვიღაც ცრემლს ღვრის უფლისადმი, მისი გონება ნათდება, აზრი კი ნათლდება სინანულის სინათლით" /უცნობი ათონელი ისიქასტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2024, 08:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამპარტავანს არა აქვს ცრემლები, ის ტრაბახობს იმით, რომ არასოდეს ტირის და არც იტირებს, რადგან არ ესმის, რომ ეს არის სისუსტე, და არა ძალა. მისი თვალებიდან წვეთავს მშრალი ცეცხლი, რომელიც წვავს ადამიანთა გულებს. ამპარტავნობა ამოსულია ქვის ზედაპირზე არსებული გამომხმარი მიწის უთხელეს ფენაზე. მაშინ, როდესაც ტენი იმალება სიღრმეში. უფლის წინაშე შემუსვრილება გვაგონებს ღრმა ხნულს, რომელსაც ამოჰყავს მიწის ნოტიო პასტები. შემუსვრილი ან სულით მდაბალი ტირის. მისი სული მუდამ სავსეა ცრემლებით, რაზეც მისი თვალებიც მეტყველებენ.
მართლმადიდებელ მასწავლებელთაგან ერთ-ერთი ახსენებდა ორ ნათლობას: ერთი არის წყლით, მეორე - ცრემლებით. სხვა მასწავლებელი იმეორებდა: "იტირე დღე და ღამე და ნუ დასცხრები ტირილისაგან!" შენ შეიძლება იფიქრო, რომ ცრემლები სისუსტის ნიშანია. არ იფიქრო ასე! პირველი ქრისტიანები, რომლებიც ტიროდნენ ყველაზე მეტს, გალობით მიდიოდნენ სიკვდილზე. "ცრემლები - თვალების მირონია!" - ამბობდა ანტონი დიდი. ყველაზე დიდმა ცოდვილებმა - მარიამ ეგვიპტელმა, ტაისიამ და პელაგიან - ჩამოირეცხეს თავისი სულები ცრემლებით, გახდნენ წმინდანები. ასე იყო სხვა ათასებთანაც. ასე შეგიძლიათ მოიქცეთ თქვენც, მართლმადიდებლებო. ცნობილია, რომ სიცოცხლისთვის სინანული იქნება საჭირო, ხოლო თუნდაც ერთი დაღვრილი ცრემლისთვის კი არასოდეს: "ვაი თქუნედა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის; ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით" (ლუკ. 6,25). აი, წმინდა სიტყვები უწმინდესი ბაგეებიდან. ცრემლების თესლისგან არასოდეს აღმოცენდება ბოროტება, ხოლო სიცილის თესლისგან მრავალი ბოროტება აღმოცენებულა" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი