წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 15 2024, 09:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს ამბავი შეემთხვა ჩემი ნაცნობის დედას დიდი სამამულო ომის დროს. იმ დროს ეს ქალი იყო ახალგაზრდა გოგო და ერქვა პავლინა. მისი ოჯახი ცხოვრობდა გორკის ოლქში, ერთ სოფელში. ამჟამად ეს სოფელი აღარ არსებობს.
პავლინა მეზობელ ქალაქში მუშაობდა, სამედიცინო-ინსტრუმენტულ ქარხანაში, პინცეტ-სკალპელის ცეხში. ყოველ დღეს სამსახურში ფეხით მიდიოდა და ასევე ბრუნდებოდა. იმ დროს არავითარი ტრანსპორტი არ იყო. გზად მას ხვდებოდნენ გოგოები მეზობელი სოფლებიდან - ბოლდირევოდან, დუბროვიდან, გრუდნიცადან, ფროლოვსკიდან, დოლოტკობოდან... ზაფხულში ეს გზა სახალისო იყო, მაგრამ ზამთრის სუსხიან დღეებში გოგონებისთვის ეს გზა ძალიან საშიში იყო. ერთხელ განსაკუთრებული ყინვა იყო და გაეყინათ ხელები და ფეხები. გოგონები ერთი-მეორის მიყოლებით მიდიოდნენ თავის სოფლებში. ბოლოს პავლინა რჩებოდა მარტო. ის ძალიან გაიყინა, მშობლიურ სოფლამდე კი ჯერ კიდევ შორი იყო. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა... ხელ-ფეხი ლამის გაუშეშდა და სრულებით არ ემორჩილებოდა. გზის გვერდით პავლინამ დაინახა ორმო და ძალიან მოუნდა მასში ჩაწოლა და გათბობა. ასეც მოიქცა - მართლაც, ცოტა გათბა და დაისვენა. ძილიც მოერია, ისე რომ ვერც გააცნობიერა, რომ ეს ძილი სასიკვდილო იყო... მოულოდნელად მის წინ გამოჩნდა ჭაღარა მოხუცი, გრძელი, ჭაღარა თმითა და წვერით. მას ეცვა გრძელი კაბასავით შესამოსელი, რომელიც ქამრით ჰქონდა შეკრული. ის იდგა ორმოს ნაპირზე. მან გოგონას ხელი გაუწოდა. - პავლინუშკა, ადექი, მომეცი ხელი! პავლინამ ბაბუას ხელი გაუწოდა და... გაეღვიძა. სრულებით გამოფხიზლებულმა მან მონახა ძალები, წამოდგა და სახლში გაიქცა. ვინ დაეხმარა ახალგაზრდა გოგოს, რომ არ გაყინულიყო?.. პავლინა ყოველთვის თვლიდა, რომ ეს იყო წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი. მან გაიარა რთული და ხანგრძლივი ცხოვრება, გაზარდა სამი შვილი და იცოცხლა 98 წლამდე. ყოველთვის იყო მოწყალე ღარიბების მიმართ. მის სახლში ყოველთვის პოულობდნენ ნავთსაყუდელსა და საზრდელს უპოვრები და გლახაკები. ხანდახან ქუჩიდან მოჰყავდა რომელიღაც გაყინული ლოთი, რათა დილამდე ეპატრონა მისთვის და გაყინვისგან დაეცვა. მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისთვის!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი