დიდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდება |
marine |
Sep 2 2021, 03:49 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჭეშმარიტი დიდება ისაა, რომ შეიძულო ადამიანური დიდება, არარაობად მიიჩნიო და ყველაფერი მხოლოდ უფლის საამებლად აკეთო და ილაპარაკო!"
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 16 2024, 03:25 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეპირაში მე ვიცნობდი ორ გლეხს. ერთს ჰყავდა ოჯახი და ჰქონდა მიწის ორი არცთუ დიდი ნაკვეთი. ის ღმერთს იყო მინდობილი. შრომობდა, როგორც შეეძლო, არ იტანჯავდა თავს სულიერი შფოთით. "რასაც მოვასწრებ - მოვასწრებ", - ამბობდა ის. ხანდახან ვერ ასწრებდა თივის აღებას და ის ლპებოდა წვიმის ქვეშ. ხან თივის ზვინს ქარი უნგრევდა, მაგრამ ის მაინც ამბობდა: "დიდება შენდა, ღმერთო!" და მას მართლაც კარგად მისდიოდა ყველაფერი.
მეორე გლეხს ჰქონდა დიდი მიწა, ჰყავდა ძროხები და სხვა სიმდიდრე. მას შვილები არ ჰყავდა. როცა ეკითხებოდი - როგორ გაქვს საქმე? ის გპასუხობდა: - არ მკითხო, კითხვაც არ ღირსო. ის არასდროს ამბობდა - დიდება შენდა, ღმერთო, არამედ გაუთავებლად წუწუნებდა. და შედეგი სახეზე იყო: ხან ძროხამ ურჩოლა, ან სხვა რამე უბედურება შეემთხვეოდა ხოლმე. ამ ადამიანს ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ წინ ვერ მიდიოდა. ამიტომ ვამბობ - დიდებისმეტყველება - უდიდესი საქმე. უფალი გვაკურთხებს, მაგრამ შევინარჩუნებთ თუ არა კურთხევას - უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. როგორ შევირგებთ კურთხევას, როცა, მაგალითად, ღმერთი გვაძლევს ბანანს, მაგრამ ჩვენ სხვა რაღაც გემრიელობა გვინდა, რომელსაც ვიღაც მილიონერი მიირთმევს?! იცით, რამდენი ადამიანია, რომელიც მხოლოდ გამხმარ პურს ჭამს, მაგრამ დღე და ღამ ადიდებს ღმერთს და ზეციური სიტკბოებით იკვებება? ეს ადამიანები სულიერ მგრძნობელობას მოიხვეჭენ და გრძნობენ, როდის მოდის უფლის ნუგეში. ჩვენ არ გვესმის, რომ ბედნიერება იმაშია, რაც მარადიულობასთანაა კავშირში, და არა ამაოებასთან" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი