წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 21 2024, 10:35 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს იყო სამოქალაქო ომის მძიმე წლები. ვ.პ. მაშინ ახალგაზრდა გოგო იყო - ის იდგა საკუთარი სახლის ბაღში და კაცი მას იარაღს უმიზნებდა (იმ დროს მთელ რუსეთში გლეხები მემამულეებს უსწორდებოდნენ). გოგონამ თრთოლით მიიყრდნო ხელები მკერდზე და დიდი რწმენითა და იმედით მხურვალედ შეჰღაღადა:
- მამაო, მღვდელმთავარო ნიკოლოზ, დამეხმარე, დამიცავი! და რა მოხდა ამის შემდეგ? გლეხმა დააგდო იარაღი და გოგონას დაუძახა: - ახლავე წადი და აღარ დამენახვო. გოგონამ სახლში შეირბინა, აიღო საჭირო ნივთები, გაიქცა სადგურზე და მოსკოვში გაემგზავრა. იქ ნათესავებმა ის სამსახურში მოაწყეს. გავიდა რამდენიმე წელი. ერთხელ კართან ზარის ხმა გაისმა. მეზობელებმა გააღეს - კარებთან იდგა გამხდარი, დაკონკილი გლეხი, რომელიც მთელი ტანით ცახცახებდა. მან იკითხა, იქ ცხოვრობდა თუარ ვ.პ. მას დაუდასტურეს და შეიპატიჟეს. დაუძახეს გოგოს. როცა ის გამოვიდა, ეს კაცი მას ფეხებში ჩაუვარდა და ტირილით სთხოვა პატიება. გოგო დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა. დაიწყო კაცის წამოყენება, უთხრა, რომ არ იცნობდა მას. - შენ ვერ მიცანი? მე ხომ ის ვარ, ვისაც შენი მოკვლა უნდოდა. როცა იარაღი ავწიე, დაგიმიზნე და ის იყო, უნდა მესროლა - ვხედავ - შენს ნაცვლად დგას წმ. ნიკოლოზი - ვერ შევძელი მისთვის მესროლა. ამის თქმის მერე ის ისევ მუხლებზე დაეცა. - ამის მერე ავად ვიყავი. გადავწყვიტე, მომეძებნე და ფეხით წამოვედი სოფლიდან. გოგომ გლეხი თავის ოთახში შეიყვანა, დაამშვიდა, უთხრა, რომ ყველაფერი აპატია. შემდგომ დააპურა და ახალი, სუფთა ტანსაცმელი მისცა. გლეხმა მას უთხრა, რომ ახლა შეუძლია მშვიდად მოკვდეს. ის მართლაც ძალიან უძლურად გამოიყურებოდა და გოგონამ მღვდელს დაუძახა. მოძღვარმა კაცს აღსარება ათქმევინა და აზიარა, რამდენიმე დღის შემდგომ კი ის მშვიდად გარდაიცვალა. გოგონამ გლეხი მწარე ცრემლებით დაიტირა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი