წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,449 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 15 2024, 08:16 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,449 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს ამბავი ჩაწერილია სანქტ-პეტერბურგელი კ. ოზერეცკოვსკაიას მონათხრობიდან.
"ომის დროს სოფელ პლავსკში, სადაც ცხოვრობდა ჩემი მოხუცი დეიდა ვალენტინა ოზერეცკოვსკაია, ფაშისტების მიერ იქნა ოკუპირებული. ერთხელ საღამოს სახლში შეცვივდნენ ფაშისტები და მოითხოვეს პროდუქტები. სურსათი სახლში არ იყო. - არ არის?! შენ იტყუები! - დაიჩხავლეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა. ისინი ეზოში გავიდნენ და დაიწყეს ბაღის გაჩეხვა. დიასახლისის თვალწინ ერთი-მეორის მიყოლებით ცვიოდა მამის მიერ დარგული ხეები, რომელთა შორის განსაკუთრებული იყო ძველი ჯიშის ვაშლის ხეები. ფაშისტები დაბრუნდნენ და კვლავ მოითხოვეს პროდუქტები, მაგრამ კვლავ უარი მიიღეს. - მაშინ ნავთი მოგვეცი, რომ შენი სახლი გადავწვათ, - ყვიროდნენ ისინი. ნავთი დამალული იყო და დეიდამ ნავთზეც უარი უთხრა. - მაშინ შენ სიკვდილს ვერ გადაურჩები, - უღრიალეს ფაშისტებმა. ვალენტინას მამა იყო მოძღვარი, რომელიც მრავალი წელი მსახურობდა სოფლის ეკლესიაში. იმ დროს ის უკვე არ იყო ცოცხალი, მაგრამ სახლში იყო ხატები, თუმცა ფარულად. ჩვენი ოჯახი განსაკუთებულ თაყვანს სცემდა წმ. ნიკოლოზს და მის ხატს, რომელიც, გადმოცემის თანახმად, სასწაულთმოქმედი იყო. ეს ხატი ქსოვილით იყო დაფარული და ტანსაცმლის საკიდის უკან იყო შემალული. სწორედ ამ ადგილას იდგა ჩემი დეიდა, რომელიც შიშისგან ცახცახებდა, ორი ავტომატიანი ფაშისტის წინ. დეიდამ უკან დაიხია და ზურგით საკიდს მიეყრდნო. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა დაიწყეს სროლა (მანძილი მეტრ ნახევარი იქნებოდა). დაზიანდა მთელი კედელი და ჭერი, მაგრამ არც ერთი ტყვია არ მოხვდა არც დიასახლისს და არც ხატს. მაგრამ გერმანელები არ დაწყნარდნენ. ისინი თავის ენაზე ლანძღვით წავიდნენ, მათ ცოტაოდენი ბენზინი იშოვეს და დაიწყეს სახლისთვის ცეცხლის მოკიდება, მაგრამ ცეცხლი არ გაჩაღდა! სწორედ იმ კედელზე, რომლისთვისაც ცდილობდნენ ცეცხლის მოკიდებას, ეკიდა წმინდა ნიკოლოზის ხატი. აი, ამგვარად გადაარჩინა სასწაულთმოქმედმა ნიკოლოზმა როგორც დეკანოზი ევგენის სახლი, ასევე მისი ქალიშვილიც. ომის შემდგომ დეიდამ ეს ხატი იმ ეკლესიას შეწირა, რომელშიც მრავალი წელი მსახურობდა მამამისი. მაგრამ ტაძარი ორი კვირის მერე დახურეს და გაძარცვეს, რის მერეც ხატის კვალი გაქრა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th June 2024 - 05:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი