![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ეს ამბავი მოხდა სამამულო ომის დასაწყისში. ის მიამბო ერთმა მოსკოველმა მღვდელმა. ის შეემთხვა მის ახლო ნათესავს. ის ცხოვრობდა მოსკოვში. ქმარი იყო ფრონტზე, ის კი სახლში დარჩა პატარა ბავშვებთან ერთად.
ოჯახს ძალიან უჭირდა. მაშინ მოსკოვში შიმშილი სუფევდა. ეს დიდხანს გაგრძელდა. დედამ არ იცოდა, რა ეშველა შვილებისთვის, მას არ შეეძლო ეყურებინა მათი ტანჯვისთვის. იყო მომენტები, როცა დედა სრულ სასოწარკეთილებაში იყო და თავის მოკვლა უნდოდა. მას ჰქონდა წმ. ნიკოლოზის უძველესი ხატი, თუმცა განსაკუთრებულად არ ეთაყვანებოდა მას და არც ლოცულობდა. ის არც ტაძარში დადიოდა. შესაძლოა, ეს ხატი მან დედისგან მიიღო მემკვიდრეობით. და აი, ქალი მივიდა ხატთან და დაუწყო საყვედურების თქმა წმ. ნიკოლოზს, თან უყვიროდა: როგორ შეგიძლია უყურო ამ ტანჯვას, იმას, თუ როგორ ვიტანჯები, მარტო ვწვალობ?! ხედავ, ჩემი შვილები შიმშილით იხოცებიან?! შენ კი აბსოლუტურად არაფერს აკეთებ, რათა დამეხმარო. სასოწარკვეთილი ქალი სადარბაზოში გაიქცა, შესაძლოა, უკვე მდინარისკენ გარბოდა, ან სხვა საშინელება ჰქონდა ჩაფიქრებული. და მოულოდნელად მან რაღაცას წამოკრა ფეხი და წაიქცა, ხოლო თავი რომ აწია თავის წინ დაინახა ორი 10 მანეთიანი კუპიურა, რომლებიც ჯვრის სახედ იყო დაწყობილი. ქალი შეძრა ამან, დაიწყო ძებნა: იქნებ ვინმემ დაკარგაო, მაგრამ ახლომახლო არავინ იყო. ის მიხვდა, რომ უფალმა შეიწყალა და წმ. ნიკოლოზმა გამოუგზავნა ეს ფული. ამ ამბავმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალზე, რომ ეს იქცა ღვთისადმი, ეკლესიისადმი მისი მოქცევის დასაწყისი. რა თქმა უნდა, მან ყველა მავნე ფიქრი მოიშორა, დაბრუნდა სახლში თავის ხატებთან, დაიწყო ლოცვა, ტირილი, მადლიერება... ამ გამოგზავნილი ფულით მან იყიდა პროდუქტები, მაგრამ, რაც მთავარია, მან შეიძინა რწმენა, რომ ღმერთი ახლოსაა, რომ ის არ მიატოვებს ადამიანს მძიმე წუთებში, როცა მას აუცილებლად სჭირდება დახმარება. უფალი ყოველთვის იქნება გვერდით. ამ ამბის შემდგომ ქალმა დაიწყო ტაძარში სიარული და მისი ყველა შვილი ეკლესიური გახდა, ერთი მათგანი კი მღვდლად ეკურთხა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 12:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი