![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ann_ann9 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ana L ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,233 ![]() |
გამიგია ცოდვები 7 თაობაზე გადადისო მოდი ამაზე ვისუბროდ( ტუ მსგავსი თემა გახსნილია მაშინ ადმინისტრაციას მოუხდი ბოდიშსს და შეუძლია გააუქმოს)
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,813 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"1958 წელს სვიატო-უსპენსკის ლავრის ტროიცკის ტაძარში მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება, რომელიც მთლიანად შავებით იყო შემოსილი. ეს მოასწავებდა უბედურებას წმ. პოჩაევსკის ბორცვებზე.
1959 წელს სავანე დაარბიეს ათეისტებმა და 10 აგვისტოს ის დახურეს. ტაძრები შებილწეს. ბერებს მძიმე განსაცდელების დრო დაეწყოთ. სული წმიდის ტაძარი საწყობად გადააკეთეს (!) ყოველთა წმინდანთა ტაძარი ფსიქიატრიულ კლინიკად აქციეს (!) მაგრამ ღმერთი არასდროს არის შეურაცხყოფილი! პოჩაევოს რაიკომის მდივანი პირადად იღებდა მონაწილეობას სავანის დახურვაში. ის გაკადნიერდა და შევიდა საკურთხეველში, საკუთარი ხელით დაიწყო ხატების ჩამოგლეჯა და მათ ფეხებით შედგა. ერთი ბერის კითხვაზე - ნუთუ არ ეშინია ღვთის რისხვის - მან უპასუხა: - თუკი ღმერთი არსებობს, მაშინ, დაე, წამართვას ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია. იმავე დღეს ლვოვში ავტოქარხანაში "ლაზ" საინჟინრო-ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც მუშაობდა რაიკომის მდივნის ქალიშვილი ლუდმილა და რომელმაც ის-ისაა დაიწყო მუშაობა და ცხოვრების გზა ინსტიტუტის შემდგომ, აფეთქდა გოგირდმჟავას ბალონი. ამის შედეგად გოგონამ მიიღო სხეულის 95% დამწვრობა, რისგანაც გარდაიცვალა. საღამოს, მონასტრის დახურვის და იქ მილიციის ნაწილის დატოვების შემდგომ, მამა თავის კაბინეტში გაემართა, სადაც ელოდა დეპეშა ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ. ორი დღის შემდგომ მდივნის ცოლი ჭკუიდან შეიშალა, ვაჟიშვილმა კი საფლავზე მოიკლა თავი ერთი კვირის შემდგომ. უღმრთოები კიდევ სამი ათწლეული ბოგინობდნენ სავანეში. მაგრამ უფალს არც მაშინ მიუტოვებია იგი. ტაძრებში ღამ-ღამობით ისმოდა ანგელოზთა გალობა, - იხსენებდნენ თვითმხილველები. 1990 წლის 8 აგვისტოდან უფლის წმიდა სავანე კვლავ დაუბრუნდა ღვთისმსახურებას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 07:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი