![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ann_ann9 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ana L ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,233 ![]() |
გამიგია ცოდვები 7 თაობაზე გადადისო მოდი ამაზე ვისუბროდ( ტუ მსგავსი თემა გახსნილია მაშინ ადმინისტრაციას მოუხდი ბოდიშსს და შეუძლია გააუქმოს)
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,813 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რატომ იტანჯებიან შვილები მშობელთა ცოდვების გამო? ნება მიბოძეთ, მეც გკითხოთ: თუ უფალი ღმერთი მშობელთა ცოდვების გამო სასჯელს შვილებს არ მოუვლენდა, სხვაგარად როგორ შეეშინებინა ადამიანები, რომ არ შეეცოდათ? ჩვენი ხალხი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ შვილები მშობელთა ცოდვებისთვის იტანჯებიან. ამიტომაც მათ, ვინც ცრუმოწმეობა ან რაიმე სხვა უმსგავსო საქციელი ჩაიფიქრა, ხშირად გაფრთხილების მიზნით ეუბნებიან: "შეჩერდი, შენ ხომ შვილები გყავს!" ეს სახარებისეული ჭეშმარიტება სამოქალაქო კანონმდებლობაშიც პოულობს ასახვას, როცა მშობელთა დანაშაულის გამო შვილები ქონებას კარგავენ, კარგავენ მორალური თვალსაზრისითაც - კარგავენ რეპუტაციას და არა მარტო შვილები, ხშირად შვილიშვილები და შვილთაშვილებიც. ამასწინათ ჩვენთან ასეთი რამ მოხდა: მავანმა რომ გაიგო, საცოლის მამა ნაციხარიაო, ქორწინებაზე უარი განაცხადა.
თუმცა სასოს ნუ წარიკვეთთ! ყველაფერი ეს განა ბრმა ბედისწერაა?! ყოვლადმოწყალე უფალს შვილების დასჯის შეწყვეტა შეუძლია. თუ მისი, ზეციური მამის წინაშე პატიებისთვის ლოცვა და გულწრფელი სინანული იქნება ნაჩვენები. წმინდა ფანურის დედა უზნეო ქალი იყო, მაგრამ მის შვილს დედის ცოდვებმა არ უწია დაარა მარტო არ უწია, წმინდანიც კი გახდა. ფანური, ესმოდა რა, რომ დედამისი ცოდვილი იყო, გამუდმებით ლოცულობდა მისთვის. თქვენც ილოცეთ თქვენი ნათესავისთვის! როდესაც ღმერთი გარდაცვლილებს ცოდვებს შეუნდობს, მაშინ მათი ცოდვები შთამომავლებს მძიმე უღლად აღარ დააწვება. სწორედ იმაში არის მიცვალებულთათვის ლოცვის არსი, რომ უფალმა მათი ცოდვები მიუტევოს და რომ შესაბამისად მათ შთამომავლებს სასჯელი ასცდეს" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 07:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი