სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jan 10 2024, 08:56 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,016 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი - ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი
„ჩადენილი იქნა ძალზედ მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული დიდი წმინდანის, დიდი სასწაულთმოქმედის, ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი“, – წერს სოციალურ ქსელში სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი. აღნიშნულით იგი სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ „ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია“ ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული საღებავი შეასხეს „ეს მკრეხელობა ცხადია ეშმაკის, ბელზებელის ნამოქმედარია, რომელიც შემსრულებლად იყენებს ეკლესიის მიმართ მტრულად განწყობილ, მისგანვე გონებაწართმეულ ადამიანებს. „გადაწყვეტილება მიღებულია ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად“ – დღეს და ხვალ სამებაში ჟურნალისტები აკრედიტაციის გარეშე ვერ შევლენ უფალი ბრძანებს, რომ ბოროტება ლოცვით და მარხვით განიდევნება. ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს აპატიოს ეს მკრეხელობა და, რომ დედა მატრონამ დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ყოველგვარი განსაცდელისა და ყოველი ხილული და უხილავი მტრებისაგან და გაამთლიანოს და გადაარჩინინოს საქართველო“. – წერს სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Jul 11 2024, 05:19 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,016 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თანამედროვე ხატმებრძოლებს!
თუ ვინმეა "ვინმე" - ამის ჩამდენი, უსახო და უგვანო! "... ისინი იქ, სამებაში, სტალინის სიძულვილს არ მიუყვანია... ისინი იქ ღმერთის სიძულვილით მივიდნენ... სტალინის გამოსახულებას საღებავის ერთი შხეფიც არ მოხვედრია - მათი უგუნური ხელით ყველა მორწუნისათვის საყვარელი წმინდანის, დედა მატრონას (მათთვის კი "ვინმე მოსკოველის"), ხატება შეიმუსრა (მართლც რომ "არა იციან, რას იქმან"! თუ ვინმეა "ვინმე" - ამის ჩამდენი, უსახო და უგვანო!), ამიტომაც მოუწევთ ისევ მოსკოველის, ამჯერად კი წმინდა მიტროპოლიტი მაკარის (+1926 წ.) სიტყვები ბოლომდე მოსმენა: "ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც არა აქვს რწმენა ღვთისა და სულის უკვდავებისა - ეს თითქმის გარეული მხეცების გროვაა, თუმცა გონებით დაჯილდოებულების, რომლებიც მზად არიან ერთმანეთის დასაგლეჯად" - ეს სიტყვები მან თავის თანამედროვე ბოლშევიკებს უძღვნა, ჩვენი ნეობოლშევიკებიც "შეირგებენ" მას! მაგრამ ღმერთი მოწყალეა... თუ ადამიანების ეს გროვა ცხონებისათვის ბოლომდე გაფუჭებული მასალა არ არის, თუ სინანულის ძალა მას ბოლომდე გამოცლილი არა აქვს, მაშინ ღმერთი თავისი გულმოწყალებით უმალ მოიყვანს გონს... უფალო, იხსენი ეს საბრალო ადამიანები!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine მკრეხელობა Jan 10 2024, 08:56 PM
marine "წმიდაო დედაო, მა... Jan 11 2024, 12:39 PM
marine "როგორც დეკანოზმ... Jan 11 2024, 09:01 PM
marine მკრეხელის შესახებ
... Jan 31 2024, 05:02 PM
marine "ასევე აღვნიშნავ... Feb 11 2024, 09:39 PM
marine "ამიტომ დღეს ვთხო... Feb 12 2024, 07:22 PM
marine "მკრეხელებს უნდა ... Jun 20 2024, 06:18 PM
marine "განა იცვლება, გა... Jul 13 2024, 12:54 PM
marine "იძულებით, იძულებ... Sep 3 2024, 09:01 PM
marine "იძულებით, იძულებ... Sep 3 2024, 09:01 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 08:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი