IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფსიქიკური აშლილობა
marine
პოსტი Dec 26 2023, 09:14 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 12 2024, 01:56 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,650
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა ნაცნობმა მღვდელმა ასეთი რამ მიამბო: "მე მიმიწვიეს სახლის საკურთხებლად ერთი ხანშიშესული ცოლ-ქმრის ოჯახში. გაირკვა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ საავტომობილო კატასტროფაში ვაჟი დაღუპვოდათ. მისი სიცოცხლე ნასვამმა მძღოლმა იმსხვერპლა. მშობლები თითქმის განუწყვეტლივ გლოვობდნენ შვილის სიკვდილს. განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა მომხდარს გარდაცვლილის დედა. ახლობლები ძალზე წუხდნენ მისი ჯანმრთელობის გამო, ფიქრობდნენ, რომ მისი ორგანიზმი ამდენ მწუხარებას ვერ გადაიტანდა. მას კატასტროფულად დაუქვეითდა მეხსიერება, რადგან მეუღლისა და ერთი ნაცნობი ქალის გარდა ვერავის ცნობდა. ამას თან უძილობაც დაერთო და უკვე მკვეთრად აღენიშნებოდა სულიერი ძალების მოშლა. თავდაპირველად წავედით სასაფლაოზე და მათი ვაჟის საფლავზე პანაშვიდი გადავიხადეთ. შემდეგომ, ჯერ კიდევ სასაფლაოზე ყოფნისას, მე ისინი დავმოძღვრე, ავუხსენი, თუ როგორ უნდა ელოცათ გარდაცვლილი შვილის სულის მოსახსენებლად. დავბრუნდით სახშლი და ვაკურთეთ მათი საცხოვრებელი ბინა. წამოსვლის წინ ისინი დავლოცე და მოვილაპარაკეთ, კვლავ შევხვედროდით ერთმანეთს. მოგვიანებით მე არაერთხელ შევხვდი ამ ორ ადამიანს ეკლესიაში. მათთან საუბარში გაირკვა, რომ სახლის კურთხევიდან მეორე დღესვე გარდაცვლილის დედამ წარმოსთქვა სიტყვები: "მე ჩემს სახლში ვარ". მას ოჯახური სიმყუდროვის გრძნობა დაუბრუნდა, სულში საოცარი სითბო იგრძნო, გამოუკეთდა ხასიათი, მოუწესრიგდა ძილი, რასაც მოჰყვა მეხსიერების სწრაფი აღდგენა, უკეთესად გრძნობდა თავს აგრეთვე დაღუპულის მამაც"...

ამ შემთხვევამ დაგვანახა ის, თუ როგორ დაუბრუნა ღვთიური მადლის ზემოქმედებამ მწუხარე ადამიანებს იმედი, სიმშვიდე, სიხარული; ღმერთმა უბედურ დედას შვილთან სიახლოვის, მასთან ლოცვითი ურთიერთობის ძალა მისცა; სწორედ აქედან დაიწყო შვილის არყოფნისა და სიმარტოვის შეგრძნების გაქრობა, როგორც შემდგომში თვითონვე ამბობდა: "მე ვგრძნობ, რომ ის ცოცხალია". ეს არ იყო წარსულის გახსენება ან ფუჭი ოცნება, ეს იყო დედის მიერ დაღუპული შვილის სულის ცოცხალი შეგრძნება, რასაც მოჰყვა არამარტო სულიერი, არამედ ხორციელს სნელებათაგან მისი სრული განკურნება.

მე მხოლოდ ერთს დავამატებდი, რომ ფსიქიატრიული ტერმინოლოგიით ამ შემთხვევას რეაქტიულ-დეპრესიული მდგომარეობა ჰქვია. ამავე დიაგნოზს დასვამდა ექიმი-ფსიქიატრი და შესაბამის მკურნალობასაც დაუნიშნავდა ავადმყოფს, მაგრამ ამ მდგომარეობის სულიერი არსი მთელი სიაშკარავით მხოლოდ ღვთისკენ მოქცევის შემდეგ გამოვლინდა. ეს კი დაიწყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის კურთხევით და მოძღვრის მიერ მწუხარებით აღსავსე სულთა ნუგეშისცემით"

/ექიმი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი დ.ა. ავდეევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ფსიქიკური აშლილობა   Dec 26 2023, 09:14 PM
marine   "ცალკეა გამოსაყო...   Dec 27 2023, 06:08 PM
marine   "წმ. ათონის მთის ბ...   Dec 28 2023, 01:29 PM
marine   "ბოროტს ვერ დაამა...   Dec 28 2023, 03:14 PM
marine   "წმიდა არსენი კაპ...   Jan 20 2024, 09:26 PM
marine   "ზოგიერთი მშობელ...   Jan 21 2024, 05:19 PM
marine   "ამჟამად ადამიან...   Mar 21 2024, 08:33 PM
marine   "წმინდა ქალწული ი...   Mar 22 2024, 12:51 PM
marine   "რას წარმოადგენს ...   Apr 2 2024, 08:15 PM
marine   "ამაყი ყველასთან ...   Apr 8 2024, 09:29 PM
marine   "ადამიანიდან ნამ...   Jun 10 2024, 03:12 PM
marine   "მართალი იოანე კო...   Jun 17 2024, 09:56 AM
marine   "ზოგნი თვლიან, რო...   Jul 3 2024, 01:27 PM
marine   "რას წარმოადგენს ...   Jul 5 2024, 08:51 PM
marine   "დემონიზმი ცოცხა...   Jul 6 2024, 08:24 PM
marine   "თუ შეშლილი ტირის...   Jul 8 2024, 08:31 PM
marine   "შეშლილობა - ეს სუ...   Jul 9 2024, 04:47 PM
marine   "ერთმა ნაცნობმა მ...   Jul 12 2024, 01:56 PM
marine   "სულიერი ავადმყო...   Jul 13 2024, 06:16 PM
marine   "ფსიქიკური დაავა...   Oct 15 2024, 03:37 PM
marine   "ფსიქიატრის დასკ...   Oct 16 2024, 12:28 PM
marine   "თავისებური სახი...   Nov 25 2024, 01:57 PM
marine   "მწერ იმის შესახე...   Nov 30 2024, 06:50 PM
marine   "თუ გვინდა, რომ სუ...   Jan 3 2025, 02:53 PM
marine   "თუ გვინდა, რომ სუ...   Jan 3 2025, 02:53 PM
marine   "ჩვენ არ ვიცით ად...   Jan 27 2025, 01:25 PM
marine   "როგორც წმინდა წე...   Jan 27 2025, 02:22 PM
marine   "დედა ტატიანა [ურ...   Apr 13 2025, 07:02 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 12:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი