![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაშ ასე, აქ ვხედავთ, რომ იოანე ნათლისმცემელმა გაგზავნა თავისი ორი მოწაფე საკითხავად: "შენ ხარა მომავალი იგი, ან სხუასა მოველოდით?" რასაკვირველია, იოანე ნათლისმცემლის ამ სიტყვებში იესო ნაზარეველის მესიობაში ეჭვის შეტანის მინიშნებაც კი არ უნდა დავინახოთ. ადამიანს, რომელმაც იორდანზე მოისმინა თვით მამა ღმერთის მოწმობა თავისი ძის შესახებ, უფალი იესო ქრისტეს მისიაში ეჭვის შეტანა არ შეეძლო. მაგრამ ეჭვი იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებს, ე.წ. "იოანიტებს" შეეპარათ.
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი წერს: "იოანე კითხულობს არა როგორც უცოდინარი, რადგან უცოდინრებს მან თავად მიუთითა: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი". მას გაგონილი ჰქონდა მამა ღმერთის სიტყვები: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავი", არამედ თავისი მოწაფეები ქრისტესთან გაგზავნა, რათა მათ საკუთარი თვალით ეხილათ ნიშნები და ძალა, ერწმუნათ მისი და თავისი მოძღვრის შეკითხვით თავად დარწმუნებულიყვნენ". ნეტარი თეოფილაქტე იზიარებს ამ თვალსაზრისს და წერს: "იმიტომ კი არ ეკითხება იოანე, რომ ქრისტეს ვერ ცნობს, რადგან როგორ შეეძლო ვერ ეცნო ის, ვის შესახებაც დაამოწმა: "აჰა, ტარიგი ღმრთისაი". მაგრამ, რადგანაც მის მოწაფეებს ქრისტესი შურდათ, მასთან წარგზავნა, რათა სასწაულები ეხილათ და ერწმუნათ, რომ ქრისტე იოანეზე დიდი იყო". იოანე დიდებას თავითვის კი არ ეძებს, არამედ ქრისტესთვის. საპყრობილეში მყოფი, ჰეროდესგან სიკვდილის მომლოდინე, კარგად ხედავს ძველი აღთქმის დასასრულსა და ახალი აღთქმის ერის დასასწყისს" /პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი