IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმიდა ძლევაშემოსილი გიორგი
marine
პოსტი Feb 11 2024, 05:29 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,643
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ჩვენ ვიხსენებთ წმინდა გიორგის წამებას, მის ცხოვრებას და მის საოცარ სიმტკიცეს რწმენისა, გვიპყრობს გაკვირვება, დიდი მოწიწება მის მიმართ; ვინაიდან ვერავითარმა მუქარამ, ვერავითარმა ტანჯვამ, ვერ აიძულა ის, ეღალატა ქრისტეს სარწმუნოებისთვის და უარი ეთქვა ქრისტესა და ეკლესიაზე!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jul 22 2024, 08:41 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,643
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- 83 წლამდე ჩემი ხელობით ვმუშაობდი, სახლებს ვხურავდი. ერთ დღესაც, ჩეულებრივ, სახურავზე ვიყავი და "ჟოლობს" ვცვლიდი ერთი გაჭირვებული ადამიანისთვის. ალბათ, ასაკის გამო წნევამ ამიწია და გადმოვვარდი. საბედნიეროდ, მოვასწარი ჟოლობისთვის ხელი მომეკიდებინა, მაგრამ ისიც არ იყო კარგად დამაგრებული და ძვრებოდა.

დაბლა ორი სართული იყო, ქემოთ კი ცემენტი ესხა. მასზე რომ დავვარდნილიყავი, ალბათ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. ზუსტად ამ დრო სასწაული მოხდა ჩემს თავს. თითქოს ვიღაცამ ფეხქვეშ უხილავი კიბე დამიდგა, პირდაპირი მნიშვნელობით, არარსებულ საფეხურს ფეხი დავაბიჯე და ისევ სახურავზე ავედი. მადლიერმა პირჯვარი გადავისახე და ზეცისკენ რომ გავიხედე, წმინდა გიორგის სილუეტი დავინახე. მწამს, რომ მე მისმა ძალამ გადამარჩინა.

მე დედისერთა გახლავართ. როდესაც დედა გარდამეცვალა, ღმერთს შევჩივლე, მამა თვალით არ მინახავს (მე ერთი წლის ვიყავი, როდესაც მამა ომში წაიყვანეს, საიდანაც აღარ დაბრუნებულა), ახლა კი დედაც წამართვი, რა იქნებოდა ან და მყოლოდა ან ძმა, მარტო რატომ დამტოვე-მეთქი?! დედა ჯერ ისე სახლში მესვენა. ამ ფიქრებში, უცებ ოთახი განათდა, ჩემს თვალწინ წმინდა გიორგის გამოსახულება გაჩნდა და მეუბნება, უფალმა გამომგზავნა შენთან, მე შენი ძმობა უნდა ვიკისროო. უფალი ადამიანის გულს ხედავს, ჩვენს ფიქრებს კითხულობს, უკვალოდ არაფერი ქრება. ალბათ, მთელი გულით ვთხოვე და წმინდა გიორგის სახით ხილული სასწაული გამომიგზავნა. მას შემდეგ მთელი ცხოვრებაა, წმინდა გიორგის შემწეობას ვგრძნობ"

/სქემ-ბერ-მონაზონი მოსე კოკოლიშვილი (ერში ომარი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 09:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი