![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ"
"რატომ აღმოჩნდა საქართველო ერთადერთი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრი? სხვა, ყველა დანარჩენი, რომელიმე ქვეყნის მხოლოდ ერთი ნაწილია: ათონის მთა ადგილია საბერძნეთში; კიევ-პეჩორის ლავრა ადგილია უკრაინაში; დივეევო ადგილია რუსეთში; მხოლოდ საქართველოა მთლიანი ქვეყანა, ღვთისმშობელმა რომ თავის წილხვედრად გამოარჩია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ერთი ობოლი ქვეყანა ვართ, მთელს დედამიწაზე ნათესავი და გულშემატკივარი არავინ გვივის, ობლის მამა კი ღმერთია. ჰოდა, აგვიყვანა დედაღვთისამ საგანგებო მფარველობის ქვეშ. აბა ამ ქარაშოტს როგორ გამოვასწრებდით და აქამდე როგორ მოვაღწევდით?!" /"მრევლი" N235, 2023, გვ.12-13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო!
"ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო, ქვეყნის მწარე ბედზე მგლოვიარე, ისევ შენთან მოველ, სანუკვარო, ცა და ხმელეთი რომ მოვიარე. ნუთუ სიზმარია ყველაფერი, ჩუმად ავტირდი და გავიოცე, მერე შეგევედრე, მუხლმოდრეკით: ჩემი საქართველო დამილოცე! შენი წილხვდომილი მიწაწყლიდან, დედავ, სანუგეშო სიტყვას ველი, ცხადად შემომესმა: კურთხეულ ხართ, გიხსნით ჭირისაგან ღვთისმშობელი. ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო, უნდა გეამბორო, ჩაგჩურჩულო: როგორ მოენატრე საქართველოს, თეთრი შროშანივით გაფურჩქნულო! დედავ, უფლისაო, შეგვეწიე, დედავ, უფლისაო, მოგვიარე, ჩემო ნაღვლიანო ღვთისმშობელო, ჩვენი ტკივილების მოზიარე. ივერთა მოდგმის წინმყოფელო, ჩემო ცრემლიანო, ღვთისმშობელო!..." /ვაჟა მიროტაძე "ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი "წმინდა ნინოს ჯვარი" 2011-2022, გვ.102/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 02:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი