IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უნაყოფო ლეღვის ხე
მარიამი
პოსტი Nov 29 2007, 12:32 AM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მარკოზის სახარებას ვკითხულობდი ახლა და ამ საკითხზე ჩავფიქრდი:

"ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.
და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე" (თავი 11)

მართალი გითხრათ, დიდხანს არ მიძებნია განმარტება, ახლო-მახლო მოვიძიე და კარგად მაინც ვერ გავიგე.
როგორც ვხვდები, უნაყოფო ლეღვის ხეს შედარებულია ის ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით კეთილი ნაყოფი არ მოაქვს. მაგრამ სახარებაში წერია, რომ არ იყო ნაყოფის გამოღების დრო. რატომ ელოდა უფალი ნაყოფს დროზე ადრე?
აქვე მეორე ეპიზოდი გამახსენდა ასევე უნაყოფო ხეზე, რომლის მოჭრაც უნდოდა ბატონს და მსახურის თხოვნით გადადო ნაყოფის მოლოდინში. ანუ, აქ თითქოს უფალი საწინააღმდეგოდ იქცევა.

იქნებ გამარკვიოთ, ვინმემ თუ იცის განმარტება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Aug 12 2024, 09:34 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუმცა არსებობს ქრისტეს სასწაული, რომელსაც არავითარი კონკრეტული სიკეთე არ მოუტანია ერთი კონკრეტული პიროვნებისათვის. მას საიდუმლო მნიშვნელობა ჰქონდა და წინასწარ მოასწავებდა მთელი კაცობრიობისათვის მინიჭებულ სიკეთეს - ცხონებას. ეს სასწაული იყო გახმობა უნაყოფო ლეღვის ხისა, რომელსაც მხოლოდ ფოთლები ესხა. ამ ხეს ძველი აღთქმაც ახსენებს სამოთხის ხეებს შორის, როდესაც ჩვენი წინაპრების დაცემის ამბავს გაადმოგვცემს. ლეღვის ხის ფოთლები ადამ და ევამ გამოიყენეს სიშიშვლის დასაფარად, რომელსაც ვერც კი ამჩნევდნენ, სანამ ცოდვას ჩაიდენდნენ, მაგრამ როგორც კი სცოდეს, მაშინვე შენიშნეს. შესაძლოა, სამოთხის ბაღში მდგომი ლეღვის ხის ნაყოფი იყო სწორედ აკრძალული ხილი. უფალმა ლეღვის ხეზე ვერ ჰპოვა ნაყოფი და არც იყო ამ ხისგან ნაყოფის გამოღების დრო. მაგრამ მაცხოვარმა ნება მისცა თავის ხორციელ ბუნებას უდროო სურვილისა: ამით შეიძლება აიხსნას წინაპართა არასწორი სურვილი, რომელიც უფალმა, ისევე როგორც კაცთა ყველა სისუსტე, იტვირთა და განაქარვა. რაკი ნაყოფი ვერ ჰპოვა, უფალმა უარყო ფოთლებიც, უარყო თვით ამ ხის არსებობა: უკვე მზადდებოდა სხვა ხე - ძელი ჯვარისა - კაცთა გამოსახსნელად, ხე, რომელიც კაცთა წარწყმედის იარაღად იქცა, უფლის ბრძანებით გახმა. საიდუმლო სასწაული მოხდა მხოლოდ უფლის მოწაფეების, მისი საიდუმლო მოძღვრების მიმდევართა თანდასწრებით. ეს სასწაული იყო ცოტა ხნით ადრე ღმერთკაცის ვნებასა და ჯვარცმამდე, რომელმაც ხსნა მოუტანა კაცობრიობას"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი