სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| supernika |
May 18 2014, 03:45 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 20-December 13 წევრი № 13,473 |
მოგესალმებით, მაინტერესებს პრაქტიკული ინფორმაცია მეტეორას მონასტრების შესახებ. თუ ვინმე ხართ უკვე ნამყოფი, რაიმე რჩევის მოცემა ხომ არ შეგიძლიათ, რაც ჩემი მომავალი მოლოცვის დროს დამეხმარება. წინასწარ დიდი მადლობა.
![]() |
![]() ![]() |
| marine |
Oct 11 2024, 01:13 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც ჩვენ მივადექით მეტეორას სამონასტრო კომპლექსს, აღფრთოვანებას ვერ მალავდა თითოეული ჩვენგანი. ენით აღუწერელი და უცნაური სურათი გადაიშალა ჩვენ ირგვლივ. ზებუნებრივი ძალისა და ადამიანის მიერ ხელთქმნილის ასეთი შერწყმა დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში. ამ უშველებელ კლდეებზე დაშენებული მონასტრის მშვენიერი ნაგებობები გაფიქრებინებს, თითქოს თანაშეზრდილია, ქუდად ახურავს ამ უშველებელ დევებს. აქ ძნელია გაარჩიო საზღვარი ხელთუქმნელისა და ხუროთმოძღვრების მაღალ ხელოვნებას შორის. კიდევ უფრო საკვირველი სურათი გვხვდება მონასტერში შესვლისას. მაღალი დონის მხატვრობასა და ტაძრების ძვირფასად შემკულობას სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ, გგონია, ფრესკები თითქოს სუნთქავენ, მაგრამ არა ხელთქნილი და არც ხელთქმნული სიდიადე ისე აღარ იპრობბს შენს ყურადღებას, როგორც უხილავი მადლი, რომელიც იქ ტრიალებს. გონება მიდის უფრო შორს, იმ პირველ მამებისა და მოღვაწეების მადლს განიცდი, რომელთა ლოცვითაც გამშვენდა ეს სავანე. თითქოს მათ აჩრდილებს ხედავ, მათ სუნთქვას გრძნობ, მათი ლოცვა-ვედრება ჩაგესმის ყურში. ხვდები, რომ მათი რწმენის სიმტკიცე ამ კლდეზე ბევრად მყარია. სწორედ ამან შექმნა ეს ხილული სიდიადე"
/დეკ. იოანე (ბეკოშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
supernika მეტეორა May 18 2014, 03:45 PM
marine "ბევრი მონასტერი... Apr 18 2016, 09:57 PM
marine "კლდეებში შეზრდი... Feb 9 2017, 11:10 PM
marine "მეტეორა ერთ-ერთი... Feb 10 2017, 07:06 PM
marine "ადრე მეტეორაზე 24 ... Feb 10 2017, 07:20 PM
marine "ძველად მეტეორაზ... Feb 11 2017, 11:48 AM
marine "წმინდანი [ღირსი ... Mar 7 2017, 10:55 PM
marine მეტეორა
საბერძნეთ... Nov 6 2018, 09:18 PM
marine "მეტეორა - ცენტრა... Dec 9 2020, 06:27 PM
marine "მეტეორა - (ბერძ.) ნ... Jan 18 2021, 09:46 PM
marine "როდისმე მეტეორი... Mar 4 2024, 08:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 01:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი