![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,987 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჯერ კიდევ დედა სერაფიმას სიცოცხლეში, როცა მისი მორჩილი ვიყავი, ძალზე მძიმე ავადმყოფობა მეწვია, სახელწოდებით სისტემური წითელი მგლურა. დაავადება იმდენად გართულდა, რომ ბევრი ორგანო ჩაითრია და ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. ექიმებმა პრედნიზოლონის დიდი დოზით მკურნალობა დამინიშნეს. ეს ძალზე მძიმე პრეპარატია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. რამდენიმე ოპერაციის გაკეთებაც მომიხდა. სიარული მიჭირდა. დედა სერაფიმამ მითხრა, არ იდარდო, აიღე ეს მამა ვიტალის [სიდორენკო] ჯოხი (რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო დროს იყენებდა, რადგან სიარული უჭირდა) და ბერი გატარებსო. ამის შემდეგ, მართლაც, თითქმის 10 წელი გავიდა, მე კი, მამა ვიტალის მეოხებით, ცოცხალი ვარ და გადაადგილებას ვახერხებ.
ჯანმრთელობის მდგომარეობა დროდადრო მეტისმეტად მირთულდება და მაშინ მამა ვიტალისა და დედა სერაფიმას შეწევნაც არ აყოვნებს. მორიგი ასეთი შემოტევისას ძილში ვიხილე, რომ ჩემს სახლში მამა ვიტალი და დედა სერაფიმა მოსულიყვნენ. ბერი სრული შესამოსელით იდგა ოთახში, სადაც მე წყლიან სათლში ვიდექი, ისინი კი მე უღირსს ფეხებს მბანდნენ. მეორე დღეს ტკივილებმა იკლო... მათი ხილვის ღირსი კიდევ ერთხელ გავხდი: მამა ვიტალი და დედა სერაფიმა ისევ ჩემს სახლში მოსულიყვნენ. დედა სერაფიმა ჩემს საწოლზე იჯდა და ბერის ცხოვრებაზე მიამბობდა. მამა ვიტალი მიუბრუნდა და ჰკითხა, ვინ არის, რომ ჩემს ცხოვრებაზე უყვებიო. დედა სერაფიმას ეცვა ჟილეტი, რომელზეც ეკერა ღილები, სადაც ადამიანების ფოტოები იყო ჩაკრული. მამა ვიტალის კითხვაზე დედა სერაფიმამ უსიტყვოდ აჩვენა ერთ-ერთი ღილი ჩემი სურათით... და ბოლოს, ჩემი მეორე დიაგნოზია არახოცკინის ლიმპომა, რაც სიმსივნეს ნიშნავს. რამდენიმე წლის წინ სპლენექტომია გამიკეთეს (ელენთა ამომკვეთეს). ამის შემდეგ, როგორც წესი, 9 თვეზე მეტხანს ვერ ცოცხლობენ, მე კი მამა ვიტალის ლოცვითა და შეწევნით, უკვე 5 წელია ცოცხალი ვარ (ჩემი უმძიმესი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დიგნოზების წერილობითი დასტურები ხელთ მაქვს, რაც ექიმების გაოცებას იწვევს). ვთვლი, რომ ეს მამა ვიტალის ლოცვითა და შეწევნით ხდება; დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 08:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი