![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,876 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"იმ შესაწირთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ეკლესიაში ძველთაგანვე ხატთა წინაშე წმინდა სანთლის ანთებაა მიღებული. ამით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისი გულიცა და სულიც უფლის ერთგულებით, სიყვარულითა და სასოებითაა ანთებული.
ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ, უფალთან "კომერციული ურთიერთობა" დაამყარონ. მაგალითად, "ღმერთო, ესა და ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებო". უფალს ჩვენგან არც დიდი სანთელი უნდა და არც პატარა, - შემოქმედს ჩვენი მოყვარული გულის ხილვა სურს. სანთელი კი არის ნიშანი იმისა, რომ შეგვწევს ძალა, სულიერისთვის მატერიალური გავიღოთ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,876 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დიდუბეში ყოფნისას მამა ვიტალი [სიდორენკო] დილით რკინის მილზე შვიდ სანთელს ანთებდა შვიდსანთელას მსგავსად (ანუ შუაში ყველაზე დიდს, კიდისკენ კი სანთლების ზომ მცირდებოდა). როდესაც ისინი ჩაიწვებოდა, მილზე მთელი სამყაროსთვის მუდამ ენთო სანთელი.
თუ ბერი გაიგებდა, რომ სადღაც რაიმე უბედურება მოხდა, მაშინვე სანთელს ანთებდა და აუცილებლად აკეთებდა დიდ მეტანიას, თუნდაც ავად ყოფილიყო. ერთხელ დავინახეთ, რომ დიდი გაჭირვებით ასრულებდა. სასწრაფოდ მივატოვეთ ჩვენი საქმე, მის უკან დავდექით და მეტანიების კეთება ჩვენც დავიწყეთ. ზოგიერთი სანთელი იღვენთებოდა, ნაპერწკლებს ისროდა. ერთხელ ჩვენებს უკრაინაში ვაცილებდით. მაშინ კი ის-ის იყო, აფხაზურ-ქართული კონფლიქტი დაიწყო. დედები და მამები თვითმფრინავით უდნა გაფრენილიყვნენ, მაგრამ სანამ ისინი აეროპორტში ისხდნენ, მოულოდნელად სროლა დაიწყო. ამ დროს დედა მარიამთან ერთად მოსკოვის პროსპექტზე ვიყავი. მან მაკურთხა, ჩვენი მგზავრებისთვის სანთელი დამენთო და მათთვის ყურადღება მიმექცია. უეცრად დავინახე, რომ სანთელი პირდაპირ "ისროდა", შემდეგ კი ჩამოიღვენთა, "ტიროდა". რა ხდება? ერთხელ გავასწორე, მეორედ, ის კი კვლავ "ტიროდა" და "ისროდა". მაშინვე დედა მარიამს შევატყობინე. - როგორც ჩანს, იქ რაღაც უბედურება სჭირთ, - მითხრა მან. დედებმა ჩვენი მგზავრებისთვის სანთელი დიდუბეშიც აანთეს და ისინიც წუხდნენ, რადგან გამუდმებით ძირს ცვიოდა. მამა ვიტალი ასე, სანთლით იგებდა, ვის თავს რა ხდებოდა - სანთელი თითქოს კარნახობდა, რა ემართებოდათა ადამიანებს, ვისთვისაც ისინი ენთო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 06:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი