![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა ვიტალის [სიდორენკო] მჭვრეტელობისა და კურნების ნიჭი ჰქონდა. სიმსივნით დაავადებული ბვვრი ადამიანი მისი ლოცვით, ნაკურთხი საკვების ხმევით განკურნებულა"
"სავარაუდოდ, ბერს [მამა ვიტალი სიდორენკო] გარდაცვლილთა ხვედრის ჭვრეტის ნიჭიც ჰქონდა მომადლებული. ერთმა მხევალმა ღვთისამ შუა ხნის ასაკში მოულოდნელად გახდომა დაიწყო და გადაღლილობით იტანჯებოდა. მან საავადმყოფოს მიმართა. სისხლის ანალიზით დადასტურდა, რომ ონკოჰემატოლოგიის ერთ-ერთი ფორმა, სისხლის კიბო ჰქონდა. მაგრამ კიბოს ამ ქვეტიპს მაშინ ვერ მიხვდნენ და ფიქრობდნენ, რომ ერთ-ერთი უცნობი ფორმა იყო. მაშინ სხივური ქიმიოთერაპია ჯერ ასე განვითარებული არ იყო. ის უკვე ამა სოფლიდან გასასვლელად ემზადებოდა, როცა უეცრად ერთმა ნაცნობმა უთხრა: - თბილისში გაემგზავრეთ, იქ რუსი ბერები არიან, რჩევა მათ ჰკითხეთ. ის მატარებლით გაემგზავრა, ალექსანდრე ნეველის ტაძარში შევიდა და დაინახა, რომ მამა ვიტალის გარს ხალხი შემოხვეოდა. ქალმა გაიფიქრა, რომ მას ვერც მიუახლოვდებოდა, ბერმა კი მისკენ მოიხედა, მიუახლოვდა და უთხრა: - დედაო, ამ ხალხს მივიღებ და მალე მოგხედავ. მოკლედ, მამა ვიტალიმ ყველა მიიღო, ქალს მიუახლოვდა და უთხრა: - იცი, შენი სნეულება დედაშენს დაეხმარება, - და უამბო, რომ როცა მან გათხოვება დააპირა, ეს მისი საკუთარი ნება იყო, დედამ კი დასწყევლა. წყევლის ამ სიტყვით მარადიულობაში წავიდა, იქ ვერ შეენდობა და სწორედ აქედანაა მისი სნეულებაც. - ახლა შენდობის ლოცვას წაგიკითხავ და ყველაფერი ჩაივლის, -უთხრა ბერმა, ოლარი გადააფარა და ილოცა. შინ დაბრუნებულმა ჰისტოლოგიურ უჯრედებზე ანალიზი ჩააბარა - ექიმები შოკში იყვნენ, ასეთი რამ, უბრალოდ, შეუძლებელია, ეგონათ, რომ სისხლის კიბო ჰქონდა, ის კი სავსებით ჯანმრთელი აღმოჩნდა. ბერი ყველას გამუდმებით შეახსენებდა, რომ ნებისმიერი სიჩქარით ნათქვამი სიტყვა მარადიულობაში აისახება, თანაც ისე, რომ შესაძლოა, შემდეგ სული შეკრულიც კი იყოს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 08:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი