![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მე მყავდა ნაცნობი მოხუცი, წმ. ნიკოლოზის ტაძრის მრევლი, რომელსაც ჰქონდა ღრმა, ბავშვური რწმენა და იყო დიდი მლოცველი. ხანდახან ჩვენ ერთად მოვდიოდით ტაძრიდან ფეხით და ვსაუბრობდით. მისი მონათხრობიდან ზოგიერთი მე ჩავიწერე. აი, ერთი მათგანი:
"დედაჩემი გარდაიცვალა, როცა მე ძალიან პატარა ვიყავი. მამა კვლავ დაქორწინდა. მისი მეორე ცოლი ნამდვილი დედინაცვალი აღმოჩნდა. მამა მას სრულ მორჩილებაში ჰყავდა. ერთხელ მამამ მინდორში წამიყვანა სამუშაოდ. წავედით ცხენის ეტლით. მამამ გაასწორა გუთანი და მითხრა: - ახლა შენ დაიწყე ხვნა. უვკე ცხრა წლის, დიდი გოგო ხარ და არ უნდა ჭამდე პურს მუქთად. ამის თქმის მერე მამა წავიდა. მე მოვჭიდე გუთანს, გავყევი უკან ცხენს, ხოლო როცა მინდვირს ბოლოს მივაღწიე, ვერ შევძელი გუთნის მობრუნება. გარშემო არავინ იყო, ვერც ვერავის ვკითხე რჩევა და არც არავინ ჩანდა დამხმარე. გავჩერდი და მწარედ ავტირდი: დედინაცვლის მეშინოდა, რადგან ის მცემდა. შევხედე ეკლესიას, რომელიც შორს მოჩანდა, გავიწოდე ხელი მისკენ და დავიწყე ყვირილი: - წმიდა ნიკოლოზ, დამეხმარე! მეშინია დედინაცვლის, მწარედ მცემს! და აი, რას ვხედავ: მოდის მოხუცი და მეუბნება - შენ რატომ ტირი? გუთანს ვერ ერევი? აი, ამ რგოლს მოკიდე ხელი - ამ სიტყვებით მან გუთანი მოაბრუნა - ახლა შეგიძლია, გაჰყვე გუთანს, - მითხრა მოხუცმა. მე მოვკიდე რგოლს ხელი, ცხენი დაიძრა და ისე ადვილი მომეჩვენა მუშაობა, რომ სიხარულით სიცილი დავიწყე. - მოერევი? - მკითხა მოხუცმა. - შევძლებ, შევძლებ, - ვუპასუხე მე და მივბრუნდი, რომ მოხუცისთვის მადლობა გადამეხადა, ის კი - აღარ იყო! მაშინ მე მივხვდი, რომ მე წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეხმარება. მე მიყვარდა ლოცვა განსაკუთრებით წმ. ნიკოლოზის მიმართ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი