![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
N. R. |
![]()
პოსტი
#1
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ძალიან მიყვარს წმინდა სერაფიმ საროველი
![]() მახსოვს პატარა ვიყავი და ერთ-ერთ ტაძარში რომ შევედი თვალში პირველად სერაფიმ საროველოს სათნო და თბილი სახე მომხვდა. არც ვიცოდი რომელი წმინდანი იყო... დანახვისთანავე ძალიან შევიყვარე, ვიყიდე მისი ხატები, დაუჯდომელი და ყოველდღე ვკითხულობდი. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ მფარველობას. დიდი ხნის მანძილზე ჩემი განსაკუთრებული სიყვარული მის მიმართ ვერაფრით ამეხსნა, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრების შესახებ დიდი წიგნი ვიყიდე და დაბადების თარიღად ამოვიკითხე 1 აგვისტო, ჩემი დაბადების დღე ![]() დარწმუნებული ვარ ფორუმზე ბევრისთვის საყვარელი წმინდანია ![]() -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წელიწად ნახევრის წინ მე მოვხვდი საშინელ ავარიაში. მანქანა, რომელშიც ვიჯექი, 210 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა ბეტონის ბოძს, რის შედეგადაც ლუქს სახურავი მოძვრა და თავზე დამეცა. ღამე იყო. სასწრაფო დახმარება ვერ იჯერებდა, რომ ასეთ ავარიაში ვინმე გადარჩა - მანქანა ბოძზე იყო შემოხვეული. მე თავი გამიტყდა და ახლაც მაქვს 8 სანტიმეტრიანი კვალი. მძღოლი გადარჩა.
ჩემი ძმა სწავლობდა მოსკოვში და როგორც კი გაიგო ავარიის შესახებ, აიღო ბილეთი ნოვოსიბირსკის მიმართულებით და რადგან გამგზავრებამდე დრო ჰქონდა, შევიდა სვიატო-დანილოვსკის მონასტერში სალოცავად. ლოცულობდა როგორც შეეძლო - თავისი სიტყვებით. ის იდგა ღირსი სერაფიმე საროველის ხატთან და თითქოს ხატმა რაღაც უთხრა - კარგი თუ ცუდი ვალოდიამ ვერ გაიგო. ყველაფერი უკვე მატარებელში გაცხადდა. კუპეში ჩემს ძმას დაემგზავრა ვიღაც უცნობი, რომელიც დივეევოდან ბრუნდებოდა. მან გაიგო, სად და რატომ მიემგზავრებოდა ვალოდია და უთხრა: - აი, თურმე ვისთვის მომქონდა ეს ყველაფერი. როგორც კი შენი და ფეხზე წამოდგება უნდა გაემგზავროს დივეევოში ღირსი სერაფიმე საროველის წმიდა ნაწილებთან და მას სამადლობელი ლოცვები აღუვლინოს. ამ სიტყვების მერე ჩემს ძმას მისცა წმიდანის ზეთი, მიწა და თავსაფარი, რომელზეც უნდა დამეძინა. ავარია მოხდა 8 თებერვალს, დივეევოში გამგზავრება მხოლოდ შემოდგომაზე შვძელი დიდი გაჭირვებით. გათიშული მქონდა მთელი მარცხენა მხარე და მხოლოდ ლოცვით და მანუალური მასაჟით აღმიდგა. პირველმა მომლოცველობამ არა მხოლოდ სიარულის უნარი დამიბრუნა, არამედ სირბილისაც კი. თავიც მომირჩა ნაწილობრივ. მეორე მომლოცველობისას თავი სრულიად მომირჩა. სანამ მარცხენა მხარე პარალიზებული მქონდა, მასწავლიდნენ მარჯვენა ხელით წერას, რადგან ცაცია ვარ. რომ განვიკურნე ასევე კიბის შიში დავკარგე, თავბრუსხვევამაც გამიარა, აღმიდგა მეხსიერება. მომლოცველობის შემდგომ ძალიან გამეხსნა გონება, სრულებით შევიცვალე - დიდება უფალს! შეცვალე ჩემი წრეც, შევხვდი ჩემს გულისსწორს. ამჟამად მაქვს დიდი სურვილი - ვიცხოვრო დივეევოში. იქ უხვად იგრძნობა ღვთის მადლი, მაშინ როცა სხვა ქალაქები რუხ-შავ ფერებში მოჩანს..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი