![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მძიმე ფინანსური და მორალურ-ემოციური მდგომარეობის ეტაპი მქონდა ცხოვრებაში. მოძღვრის რჩევითა და კურთხევით თხოვნით მივმართე წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს. მოძღვარმა მირჩია, წამეკითხა წმინდანის დაუჯდომელი 40 დღის განმავლობაში. დაუჯდომელი, რომელსაც ღრმა რწმენით კითხულობ - ადამიანის ხელში უზარმაზარი ძალაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარმოუდგენელი შედეგების მიღწევა. ვითხოვდით დახმარებას სხვადასხვა საქმეში და პრობლემებიც საოცარი სახით გვარდებოდა კითხვის პირველივე დღეებიდან და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა, რომ დიდი გულმოდგინებით, ყოველ დღიურად წამეკითხა დაგეგმილი ლოცვები მთელი პერიოდის განმავლობაში.
2017 წლის ივნისში მოსკოვში ქალაქ ბარიდან მოაბძანეს წმ. ნიკოლოზის წმ. ნაწილები და რომ არ მესარგებლა ამ შესაძლებლობით და არ მეცა თაყვანი მათთვის - დაუშვებელი იყო! გამოვითვალეთ დაუჯდომლის კითხვის დაწყებიდან მეორმოცე დღე და ქრისტე მაცხოვრის ტაძარში რიგში ჩავდექით დიდი სულიერი სიხარულით, იმედითა და რწმენით აღვასრულეთ ჩანაფიქრი! მინდა მივმართო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და მცირედმორწმუნე ადამიანს! ილოცეთ ჩვენი უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმ. ნიკოლოზისა და ყველა წმინდანის მიმართ! ითხოვეთ დახმარება თქვენს განსაცდელებში. მთელი გული ჩააქსოვეთ ლოცვაში. გჯეროდეთ უკეთესის და უფლის წყალობით, თუკი ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება - მიიღებთ იმას, რასაც ითხოვთ! გმადლობ ყველაფრისთვის, მოწყალეო უფალო! გმადლობ უდიდესი წყალობისთვის წმ. სასწაულთმოქმედო ნიკოლოზ!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 08:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი