![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მე ვიყავი გადასახლებაში. მშიერი წელიწადი მძვინვარებდა. არაფერი იყო საჭმელი, სამუშაო კი ძალიან, ძალიან მძიმე იყო. თან მკაცრი ზამთარი იდგა, უამინდობა... ტრანსპორტი არ დადიოდა და ამიტომ მოწოდება შეწყდა. რამდენიმე დღე ჩვენ სრულებით მშიერები და გაყინული ვიყავით. ყველაფერს ემატებოდა 40 გრადუსიანი ყინვა. ჩიტები ფრენისას იყინებოდნენ. შემოსილი ვიყავით ძონძებით... ბევრი ჩემი ძმა ლოგინად ჩავარდა, დასუსტდა და ვეღარ დადიოდა. მეც დავაპირე სიკვდილი შიმშილისა და სიცივისგან...
ჩვენ ღამეს ვათევდით ცალკეულ ქოხებში, რომლებსაც ფანჯრის მინები არ ჰქონდა და ჩვრებით გვქონდა გამოტენილი. იატაკზე თოვლი იდო, ღრიჭოებიდან ქარი უბერავდა, კარიც არ იკეტებოდა ბოლომდე, რის გამოც იქ ლოლუები ეკიდა. იდგა ცივი საღამო. მე ვიწექი, ძონძებში შეხვეული. ყინვა მთელ ტანში ატანდა, უცებ ძლიერ მომერია რული. კარგად ვიცოდი, რომ ეს სიკვდილის მოახლოების მაუწყებელი იყო. როგორც კი ჩამეძინებოდა - აღსასრული დადგებოდა. ბოლო ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი, რომ წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისადმი ბოლოჯერ მელოცა: - ღვთის სათნომყოფელო, მე ვკვდები. შენ ყველაფერს ხედავ. შენ სწრაფშემწე ხარ, მოდი ჩემთან, გადამარჩინე..." ამის შემდგომ აღარ მახსოვს, რას ვამბობდი... მხოლოდ კარებზე ძლიერი კაკუნი გავიგე... გავაღე - ძლიერმა ქარმა ცივი თოვლი შემომაყარა სახეზე, გარეთ კი არავინ იყო! კი მაგრამ, ეს რა არის? - ვხედავ - დიდი ჩანთა დევს. ნუთუ მელანდება? - გავიფიქრე. კიდევ ერთხელ გავხედე ნაკვალევს, რომელიც ტყისკენ მიდიოდა, გარშემო კი არავის ჭაჭანება არ იყო, მხოლოდ ქარბუქის ხმა ძლიერდებოდა. ავიღე ჩანთა - ის მძიმე იყო. შევიტანე ქოხში, გავხსენი... - ამ დროს ხუცესი გულმხურვალედ ატირდა - ჩანთაში ხომ ახლად გამომცხვარი პურები აღმოჩნდა, ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი, თითქოს ის-ის იყო ღუმლიდან გამოიღესო, არადა 50 ვერსის მანძილზე მხოლოდ პატიმრები იყვნენ, მეტი არავინ. ამ პურით ჩვენ მთელი კვირა ვიკვებეთ. როცა ქარბუქი ჩადგა, ჩვენ საჭმელი მოგვიტანეს. მაშინ ამ პურის წყალობით ყველა გადავარჩით, არავინ მოკვდა, სხვა ბანაკებში კი, როგორც გავიგეთ დიდი იყო მსხვერპლი. ჩვენთან არც არავინ გაიყინა - სასწაულთმოქმედმა ნიკოლოზმა გადაგვარჩინა ჩვენ!" /არქიმანდრიტი ფილადელფი (მიშინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი