![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ეკლესიის ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც წმიდანებს ყველაზე საშიში მხეცებიც კი არ ერჩიან ხოლმე. ასე იყო მამა სერაფიმეს [საროველი] შემთხვევაშიც. მის სენაკთან ღამღამობით ცხოველები და გველებიც კი მოდიოდნენ თურმე. იგი გამოდიოდა მათთან და თავისი მწირი სუფრიდან საკვებს უნაწილებდა. როდესაც ჰკითხავდნენ, თუ სად შოულობდა ცხოველების სამყოფ პურს, ის პასუხობდა, რომ კალათაში ყოველთვის პოულობდა მათთვის სამყოფ საკვებს.
განსაკუთრებით "მეგობრობდა" ღირსი მამა დათვებთან. აი, რას ყვება ერთი შემთხვევის შესახებ საროველი ბერი პეტრე: "ერთხელ სერაფიმესთან მისულმა დავინახე, მორზე ჩამომჯდარი როგორ აჭმევდა ვეებერთელა დათვს სენაკიდან გამოტანილ ორცხობილას. ასეთმა უცნაურმა სანახაობამ გამაოგნა. მე ერთ დიდ ხესთან შევჩერდი და შეშინებული მამა სერაფიმეს ლოცვით შევევედრე, გადავერჩინე. დათვი ჩემ საპირისპირო მხარეს, ტყისკენ გაძუნძულდა. ბერი სიხარულით შემეგება და გამაფრთხილა, ნანახი მის აღსრულებამდე არავისთვის გამემხილა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 12:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი