![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
„ერთხელ, გერმანული ოკუპაციის წლებში (1940-1941) გრიგორიუს მონასტრის საწყობებში პური გამოილია. როდესაც მამებმა უკანასკნელი მარცვლები ამოიღეს წისქვილზე გასაგზავნად, მათ ერთი მოხუცი მიუახლოვდა და მიესალმა, ის ერის მღვდელს ჰგავდა.
– აქ რას აკეთებთ, ძმებო? – შეეკითხა მოხუცი ბერებს. – ესაა მთელი თქვენი პური? მეტი მარაგი არ გაგაჩნიათ? მამებმა უპასუხეს, რომ ეს მართლაც უკანასკნელი პურია, და ახლის ყიდვა ვერ შეძლეს ოკუპაციის გამო. აღსანიშნავია, რომ მონასტერს მონაზვნებისა და მომლოცველების გამოსაკვებად წელიწადში 10 000 ოკა (12,8 ტონა) სჭირდებოდა, ხოლო ოკუპაციის პერიოდში ერთი ოკას ყიდვაც კი შეუძლებელი იყო. ამ უცნობმა მღვდელმა აიღო რამდენიმე პურის მარცვალი, აკურთხა და უკანასკნელი პურის გროვაზე დააგდო. შემდეგ აკურთხა ქვეყნიერების ოთხი მხარე, მონასტერი, ზღვა და წასასვლელად მოემზადა. – მამაო, საიდან ხარ? – ჰკითხეს მამებმა. – დაჯექი ჩვენთან, ცოტაოდენ პურსა და ზეთისხილს გაჭმევთ. – შორიდან ვარ, მირონ-ლუკიიდან, – უპასუხა მოხუცმა და წავიდა. ამ დროს ერთმა ძმამ სტუმრისთვის საჭმელი მოიტანა, მაგრამ მოხუცი, რომელიც მონასტრის მფარველი იყო (წმ. ნიკოლოზი), გაუჩინარდა. (გრიგორიუს მონასტრის კათოლიკონი – მთავარი ტაძარი – წმ. ნიკოლოზის სახელობისაა). ის ნაკურთხი პური, რომელიც დაახლოებით 150 ოკა იყო, მომავალ მოსავლამდე ეყოთ, ანუ დეკემბრიდან (როცა წმ. ნიკოლოზი გამოეცხადათ) ივლისამდე.“ - -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 04:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი