![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ann_ann9 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ana L ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,233 ![]() |
გამიგია ცოდვები 7 თაობაზე გადადისო მოდი ამაზე ვისუბროდ( ტუ მსგავსი თემა გახსნილია მაშინ ადმინისტრაციას მოუხდი ბოდიშსს და შეუძლია გააუქმოს)
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,813 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ი.ს - აუხსნელი ტანჯვის შესახებ
"თქვენი ნათესავი ქალის მწარე ხვედრის გამო ჩივით. მწერთ, რომ თქვენთვის მისი ტანჯვა აუხსნელია. მისი მეუღლე, ჩინოვნიკი, სამარცხვინო სენით დაავადდა და სულით დავრდომილთა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალს ავადმყოფობა ქმირსგან გადაედო და ახლა უკვე ისიც საგიჟეში აღმოჩნდა. თქვენ იცნობთ მას, როგორც კეთილშობილ და ღვთისმოსავ ქალბატონს და გიკვირთ, თუ როგორ დაუშვა ყოვლისმხედველმა ღმერთმა ამგვარი ქორწინება და საერთოდ, ასეთი საშინელი ტანჯვა უდანაშაულო არსებისა? თუკი თქვენი ნათესავი ქალბატონი მართლაც ღვთისმოსავი და კეთილია, მაშინ ის - რა თქმა უნდა - უდანაშაულოდ იტანჯება და მიზეზი მისი მშობლების ცოდვებში უნდა ვეძიოთ, რამეთუ "რომელმან დაიმარხის სიმართლე და ყვის წყალობა ათასამდე ნათესავად. და აღიხოცის უსჯულოებანი და სიცრუენი და ცოდვანი და თანა-მდებნი იგი არა განწმიდის და მოჰხადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე"[გამოსლ. 34,7]. თქვენ ამაზე ისე უპასუხებთ, როგორც ჩვეულებრივ ამბობენ: "მაგრამ რატომღა იტანჯებიან შვილები მშობლების ცოდვათა გამო?" მეც შეგეკითხებით: მაშინ სხვაგვარად როგორღა დააბრკოლებდა ღმერთი ადამიანებს ცოდვისაგან, თუკი მათ გამო სასჯელს მშობლებიდან შვილებზე არ გადაიტანდა? ჩვენმა ხალხმა იცის გამოცდილებით, რომ შვილები იტანჯებიან მშობლების ცოდვათა გამო. ამიტომაც ხშირად გაისმის გაფრთხილება მათთვის, ვინც ცრუმოწმეობის ან რაიმე ბოროტების ჩადენას აპირებს: "იფიქრეთ შვილებზე!" ეს ბიბლიური გამოცდილება ჩვეულებრივ, ადამიანურ კანონმდებლობაში იმით არის გამყარებული, რომ შვილები მშობლების დანაშაულის გამო ქონებას კარგავენ. ზარალდება საზოგადოებრივი რეპუტაცია არა მხოლოდ შვილებისა, არამედ შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისაც. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ასეთი შემთხვევა მოხდა: ერთ კაცს სურდა გოგონაზე დანაიშნულიყო, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მამამისი ციხეში იჯდა, ნიშნობა გადაიფიქრა. მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთა არ ღირს, რამეთუ არაფერში არ არის ბრმა ფატალიზმი. მოწყალე ღმერთს შეუძლია, შვილზე მოწეული სასჯელი შეწყვიტოს, თუკი ის ჭეშმარიტად მოინანიებს და მას, ზეციურ მამას პატიებას შესთხოვს. დედა წმინდა ფანურიოსისა ბოროტი ქალი იყო, მაგრამ შვილს დედის ცოდვათა გამო სასჯელი არ დასტყდომია. არა მარტო არ დასტყდომია, არამედ წმიდანი გახდა, რადგან გამუდმებით ლოცულობდა დედისათვის. თქვენ ილოცეთ ნათესავი ქალბატონის მშობლებისათვის. როცა უფალი გარდაცვლილ ცოდვილებს შეუნდობს, მაშინ ცოდვები მათი შთამომავალთ მხრებზე არ აწვებათ. სწორედ იმაში მდგომარეობს გარდაცვლილთათვის საეკლესიო ლოცვების აზრი, რომ უფალმა შეუნდობს ცოდვები, რათა სასჯელი მათ შვილებს არ დაატყდეთ" /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th June 2025 - 07:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი