![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,650 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მწერ იმის შესახებ, თუ რამდენი ტანჯვა გადაიტანე ქმრისაგან. იგი გლანძღავდა, სახლიდან გაგდებდა, გცემდა კიდეც. მაგრამ შენ ლოცვითა და იმედით ყოვლისმხედველისადმი გამონახე საკუთარ თავში საკმაო ძალები, რათა ეს ყოველივე გადაგეტანა, არავისთან დაგიჩივლია და შენი უბედურება სახლიდან გარეთ არ გაგიტანია. განსაცდელმა სული დაგირბილა, შენში ამპარტავნება აღმოფხვრა და კიდევ უფრო მეტად მიგაჯაჭვა ღმერთთან. იყო დრო, როდესაც ფიქრობდი, რომ ჭკუიდან შეიშლებოდი, მაგრამ შენ კი არა - შენი ქმარი შეიშალა. ახლა შფოთავ მისი სულის გამო და კითხულობ: "შეიძლება თუ არა, რომ შეშლილები გადარჩნენ?"
თუკი უფლისა და მისი განგებისა გწამს, ირწმუნე ბოლომდე და უყოყმანოდ. თუკი, როგორც ღმერთი იტყვის: ფრინველიც კი "არა დავარდების ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქუენისა", როგორღა შეიძლება, რომ ადამიანი ჩავარდეს ტანჯვასა და სნეულებაში მისი ნების გარეშე? ხოლო ძირითადი ნება უფლისა ადამიანისადმი კი ის არის, რომ - ყველა გადარჩეს. ესე იგი, შეშლილობა შენს ქმარს მისსავე სახსნელად დაატყდა. მოწყალე ღმერთს მისი გადარჩენა რომ არ ნდომებოდა, შენს მეუღლეს ასეთ საშინელ სნეულებას არ მოუვლენდა: იგი მოკლავდა მას საკუთარ ცოდვათა გამო - ყოველგვარი ავადმყოფობითა და ტანჯვით; ზეციური მკურნალი ჰკურნავს ადამიანთა სულებს. ამიტომ მძიმედ ავადმყოფებმა უნდა შეიბრალონ არა იმდენად საკუთარი თავი, რამდენადაც, სხეულებრივად ჯანმრთელნი, რომელთაც სიკვდილი ცოდვაში წამოეწევათ ხოლმე. ნათქვამია: "მოიწიოს აღსასრული აწ, და მოვიდეს აღსასრული შენ ზედა და შურ ვიგო შენგან გზათთავის შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი", თუკი ცოდვაში - მაშინ სასჯელი, ხოლო თუკი მონანიებაში - შენდობა და ჯილდო. მაგრამ შენ შეიძლება თქვა: მას ხომ ამჟამად არც მონანიება შეუძლია და არც ლოცვა. ამიტომ შენ ილოცებ მის მაგივრად, შენ გაიღებ მსხვერპლს. მას კი ამჟამინდელ მდგომარეობაში მხოლოდ ტანჯვა ძალუძს გადარჩენისათვის, სხვათა ჭკუის სასწავლებლად. ყველა საავადმყოფო ღმერთზე მიგითითებთ, მაგრამ არცერთი აკეთებს ამას ისე აშკარად, როგორც სულით დავრდომილთა საავადმყოფო. დაამყარე იმედი შენი უფალზე და მშვიდად იყავ". /წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი