IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> უშვილობის ტვირთი
marine
პოსტი Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Dec 5 2024, 07:37 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უნაყოფო ცოლს - შვილების შესახებ

"ღრმად მწუხარებ იმის გამო, რომ შვილები არ გყავს. ქმარს უჩივი, რადგან დამნაშავედ მას თვლი. გყოფნის კადნიერება, რომ შემოქმედის მისამართითაც დრტვინავდე. ცოდვას ნუ დაიდებ, დაემორჩილე უფლის ნებას, რადგან ახალშობილი მისი ნებით ჩნდება, ხოლო მშობლები მხოლოდ კეთილი ნების შემსრულებელნი არიან. სიცოცხლის წიგნში ასეთი მაგალითია: იაკობის ცოლს რაქელს შთამომავლობა არ ჰყავდა, მან ქმარს ყვედრებით უთხრა: მომეცი შვილი, თუ არა და - მოვკვდები. განრისხდა იაკობი ცოლის უგუნურების გამოს გა უპასუხა: განა ღმერთი კი არა - მე განიჭებ შთამომავლობას?! ხდება ისეც, რომ ღმერთი მეუღლეებს არ აძლევს შვილს - ერთ-ერთის ცოდვების გამო. მაგალითად შემთხვევა, რომელიც დავითის ცოლ მელქოლას უკავშირდება: დავითის ახალგაზრდა ცოლმა, მეფე საულის ასულმა, როცა იხილა, თუ როგორ ხტის და ბუქნას მისი მეუღლე სულიერად აღტაცებული სჯულის კიდობნის ირგვლივ, დასცინა მას თავის გულში. ეს დაცინვა არავის გაუგონია და დაუნახავს - ყოვლისმხედველის გარდა, მაგრამ ამისათვის დასაჯა მან დავითის ცოლი და მელქოლას, საულის ქალიშვილს, არ ჰყავდა შთამომავლობა სიკვდილამდე.

შენც გამოსცადე საკუთარი და მეუღლის გულები: გამოიკვლიეთ, ხომ არ შესცოდეთ რაღაცით უფლის წინაშე. თუკი თქვენი ბრალი არ არის, მაშინ უეჭველია, უფლის ნებაა, რომ ობლები იშვილოთ, ჩაიხუტოთ ისინი ღვიძლი შვილების მსგავსად, ეს კი უფლის თვალში უდიდესი გმირობაა. მე ერთ ცნობილ ქალბატონს ვიცნობ, რომელსაც საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ ომის დაწყებიდანვე აგროვებდა ობლებს და როგორც საკუთარ შვილებს, ისე ზრდიდა. ხოლო აღსარებისას კი ამბობდა: "არავინ და არაფერი მყვარებია ისე, როგორც ბავშვები. ჯერ კიდევ გოგონა ვოცნებობდი, რომ სწრაფად გავთხოვილიყავი, რათა, რაც შეიძლება მეტი შვილები მყოლოდა, მაგრამ არ მომეცა. ორჯერ ვიყავი გათხოვილი, მაგრამ არცერთი ქორწინებისას შვილი არ მყოლია. თუმცა უფალმა სიბერისას შემისრულა თხოვნა და მაჩუქა ათასზე მეტი ბავშვი.ახლა კი მოხუცებულობისას, უსასრულოდ ვხარობ, რომ შემოქმედმა არ მომცა შვილის გაჩენის ნება, რადგანაც მაშინ ორი, სამი, ან შეიძლება ათი შვილი მყოლოდა, მთელი სიცოცხლე მხოლოდ მათზე ვიზრუნებდი და არ მექნებოდა იმის ბედნიერება, რომ საკუთარი მეწოდებინა ათასობით უცხო ბაშვისათვის. დიდება ამისათვის მოწყალე უფალს!

ევედრე ღმერთს წმიდა გულით, როგორც ევედრებოდნენ იაკიმე და ანა. იგი უსაზღვროდ მოწყალეა და მის ძალაუფლებაშია შთამომავლობის მონიჭება. ხოლო თუკი მაინც ვერ მიიღებ სასურველს, ნუ განაწყენდები: აჩუქე შენი სიყვარული ბავშვებს, რომელთაც დედა გარდაეცვალათ. და იწოდები მაშინ დედად და არა - უნაყოფოდ მარადიული სილამაზისა და სიმართლის სამეფოში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   უშვილობის ტვირთი   Aug 4 2022, 08:40 PM
marine   "დღევანდელი სტატ...   Aug 5 2022, 05:44 PM
marine   "ევრიპიდეს ტრაგე...   Aug 18 2022, 12:35 PM
marine   "აქ, ჩვენს მეზობლ...   Sep 8 2022, 07:05 PM
marine   "ქრისტეს მიერ საყ...   Sep 15 2022, 08:27 PM
marine   "18 სექტემბერი კეთ...   Oct 16 2022, 06:59 PM
marine   "ვერასდროს წარმო...   Oct 17 2022, 09:12 PM
marine   "ტანიას და მის ქმ...   Nov 18 2022, 10:04 PM
marine   "ერთ თურქს შვილი ...   Nov 25 2022, 07:00 PM
marine   "შვილთასხმა პროდ...   Dec 28 2022, 06:09 PM
marine   "როცა მე 35 წლის ვი...   Jan 14 2023, 02:24 PM
marine   "ნეტარი ქსენია ხშ...   Mar 10 2023, 08:10 PM
marine   "ღვთისმშობლის კი...   Apr 5 2023, 09:54 PM
marine   "ერთი ადანელი მსხ...   Jul 1 2023, 08:02 PM
marine   "ქორწინებიდან რვ...   Jul 25 2023, 07:50 PM
marine   "თქვენ ბავშვები ა...   Aug 3 2023, 08:13 PM
marine   "ქალების სურვილს ...   Aug 5 2023, 09:36 PM
marine   "წმინდა აპოსტოლო...   Aug 17 2023, 09:10 PM
marine   "...უფალმა დალოცა მ...   Aug 26 2023, 07:12 PM
marine   "ღირსმა მამამ [ან...   Aug 28 2023, 08:24 PM
marine   "ისმაიტელთა დედო...   Aug 30 2023, 04:33 PM
marine   "2004 წლის მაისში ჩვ...   Dec 20 2023, 09:14 PM
marine   "ჩემთვის ღირსი სე...   Dec 22 2023, 09:10 PM
marine   "გვიამბობს ერთი მ...   Jan 10 2024, 07:01 PM
marine   "მაქსიმე აღმსარე...   Jan 11 2024, 12:30 PM
marine   "ქალბატონი ანასტ...   Jan 11 2024, 03:17 PM
marine   "ერთ კაცს შვილები...   Jan 20 2024, 09:20 PM
marine   "არიან ისეთი ცოლ-...   Jan 21 2024, 07:54 PM
marine   "ამ სასწაულმა ოდე...   Feb 7 2024, 04:15 PM
marine   "მშობლებისთვის ღ...   Feb 10 2024, 07:50 PM
marine   "ბულგარელი ტაქსი...   May 18 2024, 07:44 PM
marine   "ბიბლია გვასწავლ...   Dec 3 2024, 08:36 PM
marine   უნაყოფო ცოლს - შვილ...   Dec 5 2024, 07:37 PM
marine   "შთამბეჭდავია გე...   Feb 9 2025, 07:50 PM
marine   "მე ახლა მოგიყვებ...   Apr 17 2025, 08:48 PM
marine   "ჩემს ერთ ნაცნობს...   May 15 2025, 08:34 PM
marine   "მამა გაბრიელი [ა...   May 15 2025, 08:49 PM
marine   "მამა გაბრიელი [ა...   May 15 2025, 08:49 PM
marine   "სამი წელი შვილი ...   May 17 2025, 05:21 PM
marine   "[ციხისჯვრის (სოფ...   May 27 2025, 07:11 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 07:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი