![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sable |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
ამ თემაში იწერება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის ხრონოლოგია, ანალიზის გარეშე
ანუ მხოლოდ ის თუ რა ხდება. ანალიზი აღარ დაურთოთ, არამედ მხოლოდ ფაქტები წერეთ, ხოლო ანალიზით თქვენთვის მომინდია! ![]() მოკლედ დღე არ უნდა ჩავარდეს, რადგან ისტორია მუდმივი პროცესია (და არა მხოლოდ წარსული, როგორც ეს ბევრს ჰგონია) და ის რაც დღეს ხდება და რაც გუშინ მოხდა თანაბრად იწრება ისტორიაში! მოკლედ ვწერთ თარიღს და წყაროს 2009 წელი 10 ოქტომბერი: ნატო-ს დღეების ფარგლებში, თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი ჩამოვიდა. დღის 5 საათზე, სიმონსი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სიმონსის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს. http://itv.ge/?p=27848 პს. კარგი იქნება თუ ქრონოლოგია დაცული იქნება ანუ 2009, 10 ოქტომბრის მერე, უცებ 8 ოქტომბერი არ წამოვიდეს. ![]() ასევე, პს. მოდერს ვთხოვ ისეთი პოსტები სადაც არ იქნება წყარო ან სადაც შეფასება იქნება მოცემული წაიშალოს (რადგან შეფასებები მერე დაკა-დაკა გადაზრდება ხოლმე გვინდა ახლა ეგ ![]() -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. "ქართული ოცნება" აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე - მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს. "ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარ არის, მითუმეტეს, „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, შიგნიდან თუ გარედან, იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მისი სისტემა - სანამ მისი სისტემა მთლიანად ჩამოიშლება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ახალი არჩევნები, ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა... მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე, მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნებიან მზად, რომ ჩამოვიდნენ და მასზე ზეწოლა განახორციელონ. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ამ პირობებში ამ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა. "ყველამ ძალიან კარგად იცის, ისტორიაში, თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი არ არსებობს, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც არჩევნების ნდობა არ არსებობს, როდესაც ხელისუფლების ნდობა არ არსებობს როდესაც „ხელისუფლება“ გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა. ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს „შეტევის სტრატეგია“, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა https://www.ambebi.ge/article/320262-mzad-v...ils-vici-rom-g/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი