![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ვიქტორ ნიკოლაევიჩ ტროსტნიკოვის ცნობა მოსკოვიდან, 1991 წლის ნოემბერი:
"დასავლეთ გერმანიაში დაახლოებით ხუთი წლის ბიჭი განუკურნებელი სენით დაავადდა. როდესაც მშობლები მიხვდნენ, რომ მდგომარეობა უიმედო იყო, საავადმყოფოში დააწვინეს, როგორც თავად ამბობდნენ: "საავადმყოფოში სიკვდილისთვის გაგზავნეს". არაფერს ჭამდა და სანთელივით დნებოდა. ამ დროს ამერიკიდან მშობლებს გამოუგზავნეს [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვისმშობლის იერიის მირონმდინარე] ხატიდან მომდიანრე მირონით უხვად გაჟღენთილი ბამბა. შაბათს დედამ აიღო ეს ბამბა და მთელ ტანზე წაუსვა უბედურ ბავშვს. კვირას მშობლები სადღაც გაემგზავრნენ, ორშაბათს დილით კი აღელვებულმა ექთანმა დაურეკა და უთხრა: "დაუჯერებელი რამ მოხდა: თქვენი ბიჭი საწოლიდან წამოდგა და საჭმელი მოითხოვა". რამდენიმე დღის შემდეგ ის სრულიად ჯანმრთელი იყო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 07:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი