![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
გიორგი ხეჩინოვი, ნიუ-იორკის შტატი, მოწმობს (1993 წ.):
"1990 წლის აგვისტოში მამაჩემს ხერხემლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან სიმსივნე მეორე დღეს უნდა ამოეკვეთათ. ამ ამბავმა თავზარი დასცა არა მარტო მამაჩემს, არამედ მთელ ჩვენს ოჯახს. მამაჩემი არასოდეს წოლილა საავადმყოფოში, მადლობა ღმერთს! ავადმყოფობა სერიოზული იყო და ზედმეტია იმის თქმა, რამდენად აღელვებული და შეშინებული ვიყავით იმით, რაც მოგველოდა. სანამ მამაჩემი საავადმყოფოში იმყოფებოდა, [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე] სასწაულთმოქმედი ხატი ეწვია მას ჯორდანვილელ დიაკონ იოანე ონოპტოკოსთან, მამა გრიგორი კოტლიაროვთან, ასევე მამა გიორგი ლარინთან ერთად, ნაიაკიდან. ბოლოს, ოპერაციის დროც დადგა. ორი დღით ადრე მე და ჩემი ძმა ბუენოს-აირესში უნდა გავფრენილიყავით რუსი ახალგაზრდების კონფერენციაზე. მადლობა ღმერთს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. აღდგენითი პროცესი დაიწყო. მე და ჩემი ძმა ოპერაციამდეც განვიხილავდით კონფერენციაზე წასვლას, მაგრამ მშობლემბა გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადრე დავბრუნებულიყავით. ოპერაციის შემდეგ მამას სურდა ექიმების მიერ რეკომენდებული ქიმიოთერაპიის კურსის თავიდან არიდება. ბუენოს-აირესში ჩასვლისას ჩვენ გაგვიხარდა იქ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატის ხილვა და მთელი გულით ვლოცულობდით ღვთისმშობლისადმი და შევთხვოვდით მას დახმარებოდა მამას ქიმიოთერაპიის თავიდან აცილებაში და თუ მაინც ეწერა ამის გავლაც, მაშინ შეძლებისდაგვარად აერიდებინა ტკივილი. კონფერენციის მეორე დღეს, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, წავედით სადილზე სერბეთის ეკლესიაში, სადაც სახლიდან შესანიშნავი ამბით მოგვიახლოვდა დედაჩემის მეგობარი ქალბატონი (დედამ დაურეკა მას წინა ღამეს): ექიმებმა, რომლებიც შეიკრიბდნენ კონსილიუმზე პოსტოპერაციული მკურნალობის დანიშნვნის მიზნით, რენტგენოლოგიურად დაადგინეს, რომ ქიმიოთერაპიის საჭიროება აღარ არსებობდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ვიტიერ ამის გაგონებაზე და როგორი მადლობელი ვიყავი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომ მან შეისმინა ლოცვები, რომ გამოეხმაურა მათ. ხალხმა შეიძლება თქვას: "ეს უბრალოდ დამთხვევაა". მაგრამ სულის სიღრმეში ვიცი: ეს არ არის დამთხვევა, არამედ ჭეშმარიტი რწმენისა და ლოცვების შედეგია! ღმერთის წყალობით, მას შემდეგ სამი წელი გავიდა და მამაჩემს კიბოს ნიშნები არ აქვს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 08:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი