![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,636 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ფსიქიკურ აშლილობათა შემთხვევაში სნეულთათვის მეტად მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მათი მხრიდან სხვადასხვა ეკლესიურ, ღვთაებრივ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ასეთი გადახრების დროს არც თუ იშვიათად მოძღვარი ურჩევს მათ ხშირ აღსარებასა და ზიარებას. აკვიატებული აზრები, შიშები, ბოდვითი იდეები ხშირად ყველაფერთან ერთად დემონური ზემოქმედების გამოხატულების შედეგიცაა, გამოვლენაა ერთგვარი სულიერი ბრძოლისა. ამიტომაც ურმავლეს შემთხვევაში ჭირს მარტოოდენ ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური ჩარევით, მედიკამენტებით ამ დაპირისპირების მოგება, ბოროტს ვერ დაამარცხებ მხოლოდ სამკურნალო კურსით, ამისთვის აუცილებელია ღვთაებრივი მადლიც, ის მადლი რომელიც მოგვეცემა საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების ჟამს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,636 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ჩვენ არ ვიცით ადამიანის შინაგანი განთავისუფლების ამ დიდი სასწაულის შემთხვევათა უმეტესობის შესახებ, რადგან ხალხი ხშირად არ ლაპარაკობს ამაზე, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან და მეუბნება: მე გავთავისუფლდი ჩემი სულიერი აშლილობისგან, ახლა ვხედავ, რა უნდა გავაკეთო, რათა გამოვსწორდე.
სამწუხაროდ, ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში, ადამიანების უმეტესობა მიმართავს მხოლოდ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს, რათა გადაჭრას თავიანთი სულიერი განცდები და კონფლიქტები. მაგრამ როცა ეს წმ. [მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონდმიარე] ხატი სადმე ჩადის, მაშინაც კი, ვისაც სულიერი თერაპიის არ სჯერა, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მას ცრემლებით მიმართავენ და სინანულის მოთხოვნილებას გრძნობენ, იწყებენ იმის გაგებას, თუ როგორ უნდა განიკურნონ თავიანთი სნეულებებისგან, რამეთუ სულიერი დაავადება ყველაზე საშიშია, რადგან, მაგალითად, ხორცის განკურნებისთვის ბევრი სპეციალისტი გვყავს, მაგრამ სულისთვის ძალიან ცოტაა მკურნალი და, როგორც ეკლესიასტე ამბობს: "როდესაც სხეული ავადდება, სული კურნავს მას, მაგრამ როცა სული გტკივა, როგორ განკურნავს მას სხეული?" ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხატი ყოველთვის კურნავს ადამიანებს სულიერი სნეულებისგან. ასევე, ძალიან ხშირად ადამიანები ერთგვარ სულიერ ჩიხში არიან, რაც საშინელი მანკიერებებით არის გაღრმავებული. ხშირად მეუბნებიან ამის შესახებ და ძალიან მიმძიმდება სული" /ძმა იოსები, მონრეალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ივერიის მირონდმიარე მცველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი